8 რელიგიური ორგანიზაცია რამდენიმე საგადასახადო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს
საზოგადოება - 14:08, 15 Oct, 2015     775
8 რელიგიურმა ორგანიზაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებებისთვის საგადასახადო სფეროში უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის.

აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„მოსარჩელეთა ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი და საქართველოს სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება მართლმადიდებელ ეკლესიას მთელი რიგი გადასახადებისაგან ათავისუფლებს, ხოლო სხვა რელიგიურ გაერთიანებებს მსგავსი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება შეზღუდული აქვთ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპთან.

მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური უმცირესობები მრავალი წელია ითხოვენ ზემოხსენებული დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრას და თანასწორ საგადასახადო რეჟიმში მოქცევას, რაც ასევე სისტემატურად აისახება საქართველოს სახალხო დამცველის, სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში, პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.

სარჩელით მოთხოვნილია იმ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს დამატებული ღირებულების, მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდას ავალდებულებს.

სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც მისცემს შესაძლებლობას არადისკრიმინაციულად ისარგებლონ იმ საგადასახადო შეღავათებით, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რაცხელს შეუწყობს ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია; საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია; ქართველ მუსლიმთა კავშირი; საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია; მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი; საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია; წმიდა სამების ეკლესია; ქრისტეს ეკლესია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42