„ახალ ზელანდიასთან დაპირისპირების შემდეგ, მიუხედავად ანგარიშით 10- 43 -ის წაგებისა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებისას მისი რეაქციის გამო, ის მთელ მსოფლიოს შეუყვარდა. ნაკრების მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის თქმით, თავმდაბალი და მებრძოლი , 1.96 მეტრი სიმაღლისა და 118კგ-ის გორგოძე, საქართველოს ნაკრების თილისმაა. რომელსაც მისი ზომისა და თამაშის სტილის გამო მონპელიეში „გორგოძილა,“ ხოლო საქართველოში - „გულივერი“ შეარქვეს. მისი თამაშის ყურებისას მიხვდებით, თუ რამდენად გავლენიანი მოთამაშეა ის“- წერს გამოცემა.
lastwordonsports.com-ი აღნიშნავს, რომ ბოლო 4 კვირის განმავლობაში, მსოფლიო რაგბის ჩემპიონატზე, გორგოძემ და მისმა გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.
„ტონგასა და ნამიბიის წინააღმდეგ ორი მოგება ჩაიწერა, არგენტინისა და ახალი ზელანდიის წინააღმდეგ კი პატივსაცემი და ღირსეული დამარცხება“ - აღნიშნავს გამოცემა და დასძენს, რომ საქართველომ , მას უმაღლესი დონის გუნდებისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა შეუძლია.
საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
1. მამუკა გორგოძე (საქართველო)
2. ბერნარ ფოლი (ავსტრალია)
3. ვან დერ მერვი (კანადა)
4. დენ ბიგარი (უელსი)
5. მაიკლ ლიტჩი (იაპონია)
მასალის გამოყენების პირობები






