"ტანსაცმლის შემოხევა დამიწყო, თან მემუქრებოდა, გაჩუმდი, თორემ ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოსო"
15 წლის ასაკში 23 წლის ბიჭს შევუყვარდი. ძალიან გულუბრყვილო გოგო ვიყავი და ამიტომ ჩემს კავალერს არ გასჭირვებია, თავბრუ დაეხვია ჩემთვის. ნელ-ნელა შემიჩვია და ისე ვენდობოდი, ვერც კი წარმომედგინა, თუ მისგან ოდესმე რაიმე საშიშროება მომელოდა. ერთხელაც, კინოში წამიყვანა და იქიდან რომ ვბრუნდებოდით, მითხრა, ჩემთან უნდა წაგიყვანო და ჩემი მშობლები გაგაცნოო. უკვე საღამო იყო და არ მინდოდა, სახლში დამგვიანებოდა, მაგრამ, შემპირდა, ერთ საათში მანქანით მიგიყვან სახლშიო. ცოტა კი მრცხვენოდა მის მშობლებთან შეხვედრა, თუმცა მაინც დავთანხმდი და გავყევი. მაგრამ სახლში არავინ დამხვედრია. გაირკვა, რომ ილომ მომატყუა. მე შემეშინდა და ტირილი დავიწყე, მან კი მისაყვედურა, არ გრცხვენია, მაგაზე მეტად არ მენდობიო? მე მართლა შემრცხვა და თავს დარწმუნება დავუწყე, ცუდი არაფერი მოხდება-მეთქი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მეშინოდა. ჩემი წინათგრძნობა გამართლდა. ილო ჯერ ძალიან კარგად იქცეოდა, ყავა და ნამცხვარი დააწყო სუფრაზე, თან ათას სასაცილო რაღაცას მიყვებოდა, რომ გავემხიარულებინე. მერე კონიაკიც გამოიტანა და მითხრა, ჩემს ოჯახში შენი პირველად შემოსვლა უნდა დავლოცოთო და ორი თუ სამი ჭიქა ძალით დამალევინა. მე საერთოდ ვერ ვიტან სასმელს და ისე გავითიშე, სად ვიყავი, აღარ მახსოვდა, პრაქტიკულად, გონება დავკარგე. ოდნავ რომ მოვედი გონზე, ვიგრძენი, რომ ილო მთელ სხეულზე მიფათურებდა ხელებს და ცდილობდა, ჩემთვის ტანზე გაეხადა.
მისი ჩაწითლებული თვალების დანახვამ გამომაფხიზლა და შიშისგან კივილი დავიწყე. ის გაბრაზდა და ტანსაცმლის შემოხევა დამიწყო, თან მემუქრებოდა, გაჩუმდი, თორემ ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოსო. ვერაფრით რომ ვერ მოვიშორე, უკანასკნელი ღონე მოვიკრიბე, კონიაკის ბოთლს დავავლე ხელი და თავში ჩავარტყი. ილომ თვალები ამოატრიალა და იატაკზე გაიშხლართა. მე ჯერ შემეშინდა, ხომ არ მოვკალი-მეთქი, მაგრამ მიახლოება ვერ გავბედე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი იქიდან. სახლში რომ მივედი, კარი დედამ გამიღო და რომ დამინახა, ისეთი იკივლა მეგონა, დედამიწა შეიძრა. მეტი აღარაფერი მახსოვს. ერთი კვირა ვებრძოდი სიკვდილს, როგორც იქნა, დამიჯერა, რომ იმ უბედურებას ღმერთმა გადამარჩინა. მაგრამ მეორე უბედურება დამემართა: იმ დღის შემდეგ კატასტროფულად მეშინია კაცების. მამაჩემისა და ჩემი ძმის გარდა ყველა მამაკაცი შიშს მგვრის, ყველა სისხლისმსმელი ვამპირი მგონია. მას შემდეგ უკვე ოთხი წელი გავიდა, მაგრამ ისეთი დამფრთხალი ვარ და იმდენად აღარ მჯერა ბიჭების, რომ ჩემს აგრესიას მათ მიმართ ვერ ვმალავ და ისინიც შიშით აღარ მეკარებიან. როდემდე ვიქნები ასე, არ ვიცი.
მარინა, 19 წლის.
წყარო: "თბილისელები"
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა