საპარტნიორო ფონდი ჩინეთ საქართველოს ეკონომიკის და ვაჭრობის ხელშეწყობის კონფერენციაზე
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:29, 14 Oct, 2015     1133

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში გამართულ ჩინეთ საქართველოს ეკონომიკის და ვაჭრობის ხელშეწყობისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, რომელიც სასტუმრო რედისონში გაიმართა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის შანსის პროვინციის დელეგაციასთან, რომელიც საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობებითაა დაინტერესებული. შანსის პროვინციის დელეგაცია მოწვეულ იქნა დავით საგანელიძის მიერ ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში, შანსის პროვინციაში მისი ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დავით საგანელიძემ ისაუბრა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიეთობების პოტენციალზე და აღნიშნა, რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას შანსის პროვინციასა და საქართველოს შორის კულტურული და ტურისტული ურთიერთობებისა გაღრმავებისთვის, ასევე ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ჩინური გამოცდილების გაზიარება სოფლის მეურნეობის და სხვა დარგებში.

„ორი კვირაა რაც მე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავინიშნე, რომელიც სახელმწიფოს უმსხვილეს აქტივებს ფლობს და რომლის დანიშნულებაც ბიზნესის ხელშეწყობა და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ახალ გამოწვევებს თქვენთან ერთად წარმატებით გავართმევ თავს“ აღნიშნა საგანელიძემ. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელი იქნებოდა საქართველოსა და შანსის პროვინციას შორის პირდაპირი ავია მიმოსვლის სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა.

საგანელიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს გამართული კონფერენცია არის სწორედ წინაპირობა იმისა, რომ საქართველო იქნება ახალი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქვეყანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42