სამწუხაროდ, გაზაფხულზე 35 წლის ასაკაში გარდაცვლილი კოტე თოლორდავა მეოთხე შვილის, გოგონას ელენე-ლოლიტას დაბადებას ვერ მოესწრო. როგორც „სარკესთან“ საუბარში კოტეს მეუღლე განო მელითაურის დედა თინა მენაბდე ამბობს, ახალშობილი მამამისს ძალიან ჰგავს.
- ბავშვი 3 ოქტომბერს გაჩნდა, 3 კილო, 350 გრამი და 51 სმ. განოს საკეისრო კვეთა ამირან ქორიძემ გაუკეთა. პროცესმა გართულების გარეშე ჩაიარა. გოგონა ძალიან ლამაზია. ელენე-ლოლიტა დავარქვით.
- გოგონას სახელი კოტეს დედის, ქალბატონი ელენეს პატივსაცემად დაარქვით?
- დიახ, ელენე ბებიის პატივსაცემად დავარქვით. რაც შეეხება ლოლიტას, ეს სახელი განოს უნდოდა. დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ჟურნალში ბეჭდავდა წერილებს და მისი ფსევდონიმი იყო ლოლა.
- მართალია გოგონა ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ თუ შეგიძლიათ გვითხრათ ვის ჰგავს?
- უფრო მამამისს, კოტეს ჰგავს. ძალიან საყვარელია, სრულიად განსხვავებულია და-ძმებისგან. ისინიც ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ ეს რაღაცნაირად დამოუკიდებელია, უკვე პერსონაა. მტირალა არ არის, თავისთვის წყნარადაა, ოდნავ წამოიტირებს მაშინ, როცა შია. დიდი წონის არ არის, მაგრამ ძალიან ჩამოყალიბებულია.
წყარო: ჟურნალი "სარკე"
მასალის გამოყენების პირობები






