სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა. როგორც ილია მეორემ ბრძანა, დღეს მთელი ერის ზეიმია.
„დღეს ასევე არის მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას, ასევე პირველი კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკის ხსენების დღე. გილოცავთ ყველას. დღეს არის მთელი ერის ზეიმი. დღევანდელი დღე არის დღესასწაული არა მარტო ეკლესიის, არამედ ეროვნული დღესასწაულია. კვართი უფლისა არის უდიდესი სიწმინდე, რომელიც ეკუთვნის მთელ მსოფლიოს. ღმერთმა ინება, რომ ეს სიწმინდე საქართველოში ყოფილიყო დასვენებული. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ღმერთი განსაკუთრებით წყალობს საქართველოს, ჩვენს ქვეყანაზე მადლი ტრიალებს. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ანალიტიკური აზროვნება სჭირდება ადამიანს, რომ გაანალიზოს სად არის კეთილი და სად არის ბოროტი. საქართველო მადლმოსილია და არ შეცდება ამაში. საქართველო მუდამ იდგება სიკეთის და სიწმინდის გზაზე“, -ბრძანა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






