მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დამწყები მასწავლებლებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო
საზოგადოება - 16:28, 13 Oct, 2015     1290

მასწავლებელთა პროფესიული განვთარების ეროვნულმა ცენტრმა დამწყებ მასწავლებელთა მხარდაჭერის პროგრამაში ჩართული მასწავლებლებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო. ტრენინგი საქართველოს მასშტაბით თბილისში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში ჩატარდა.

ტრენინგმოდულის ციკლის მიზანია პრაქტიკაზე და დასახულ სასწავლო მიზნებზე ორიენტირებული, საგაკვეთილო პროცესის წარმართვისა და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი უნარების დახვეწა და გამომუშავება.

მასწავლებლებმა უკვე გაიარეს ციკლის პირველი ტრენინგი, რომელიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას, მასწავლებლის სტანდარტსა და ზემოთხსენებულ დოკუმენტებთან მის კავშირს მოიცავს. გარდა ამისა, ტრენინგ-მოდულის ფარგლებში მასწავლებლები ეცნობიან თვითშეფასების კითხვარს და თვითშეფასების, როგორც ინსტრუმენტის არსს, ასევე მის კავშირს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და სქემასთან, მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის არსს, დანიშნულებასა და მისი შექმნის მეთოდებს.

ტრენინგების ციკლის ფარგლებში დამწყები მასწავლებლები ასევე გაეცნობიან ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებს; კონფლიქტების მოგვარებს გზებს; უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და მამოტივირებელი გარემოს შექმნის პრინციპებს; ინტერკულტურული განათლების საკითხებს; კლასის მართვის მეთოდებს; სასწავლო პროცესის დაგეგმვის საკითხებს, რესურსების მართვას და გამოყენებას; თანამედროვე სწავლება-სწავლის სტრატეგიებს და ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპებს.

ციკლის მეორე ეტაპიამასწავლებლის მიერ ტრენინგზემიღებული ცოდნისა და გამოცდილების საკუთარ პრაქტიკაში დანერგვა, შედეგების გაანალიზება და წამოჭრილი პრობლემების საკონსულტაციო შეხვედრაზე მომდევნო ტრენინგზე ტრენერთან ერთად განხილვა, რომლისგანაც შესაბამის რეკომენდაციებს მიიღებს. პარალელურად პროგრამის მონაწილე პრაქტიკაში დანერგვის შედეგების ამსახველი მასალებისგან აწარმოებს პროფესიულ საქაღალდეს. მესამე ეტაპი ტრენინგის მონაწილეთა შეფასების პროცეს სმოიცავს.

დამწყებ მასწავლებელთა მხარდაჭერის პროგრამა მიმდინარე სასწავლო წლიდან საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა და მიზნად ისახავს 2 წლამდე სტაჟის მქონე, ახალბედა მასწავლებლების ხელშეწყობას ტრენინგების, სემინარების, ვორქშოფების, კონფერენციებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების განხორციელების გზით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42