"ეტალონის" დღეები თბილისში - რეგისტრაცია დაიწყო
საზოგადოება - 15:01, 13 Oct, 2015     1708
მედიაპროექტი "ეტალონი" და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებენ პროექტს "ეტალონის დღეები თბილისში".

ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის 4 რაიონის _ მთაწმინდა, ჩუღურეთი, გლდანი, დიდუბე _ სკოლების მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებს.

მონაწილეობის მსურველებმა ანკეტების შესავსებად მიაკითხეთ სკოლის დირექციას, ან შეავსეთ ანკეტა ონლაინ მობილური ტელეფონით ან პლანშეტით შემდეგ ლინკზე http://goo.gl/forms/CnSt1A6iWZ.

ანკეტის შესავსებად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ QR კოდი

პროექტის შესახებ

ინტელექტუალურ კონკურსში ჩაერთვება თბილისში მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდობა, არანაკლებ 2000 (ორიათასი) უფროსკლასელი (მე-8 - მე-12 კლასი). პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია განხორციელდება ორი მეთოდით: თბილისის რაიონული გამგეობების წარდგინებით და ინტერნეტ რეგისტრაციის საშუალებით.

ინტერნეტით რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული ფორმის საშუალებით. ინფორმაცია კონკურსის დაწყების შესახებ განთავსდება "ეტალონის", სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებგვერდსა და "ეტალონის" ფეისბუქ-გვერდზე, ასევე სხვა ხელმისაწვდომი საშუალებებით.

გამგეობების მიერ წარდგენილ და ინტერნეტის საშუალებით რეგისტრირებულ ახალგაზრდებთან წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილზე გაიმართება ინტელექტუალურ კონკურსის პირველი ეტაპი. მონაწილეობი თავდაპირვლად გაეცნობიან თამაშის წესებს, რომლის შემდგომ დაურიგდებათ 12 კითხვისგან შემდგარი სატესტო კითხვარი. ტესტირება ჩატარდება "ეტალონის" პრინციპით, ყველა კითხვას ექნება 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან პროექტის მონაწილეებმა უნდა შემოხაზონ ერთი სწორი ვერსია. მონაწილეები შეფასდებიან სწორ პასუხებში მიღებული ქულათა ჯამისა და ტესტზე დახარჯული დროის მიხედვით. კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავა საუკეთესო ქულების მქონე 400 ახალგაზრდა.

სატესტო ეტაპის ყველა მონაწილეს გადაეცემა ბრენდირებული ბლოკნოტი და კალამი აღნიშნული თამაშების ციკლის, "ეტალონის" და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სიმბოლიკით.

მეორე ეტაპი გაიმართება წინასწარ "ეტალონის" თამაშების ჩასატარებლად ტექნიკურად მოწყობილ და ადაპტირებულ დარბაზში, კერძოდ, სცენაზე ან სცენის წინ განლაგდება სპეციალური პიუპიტრები "ეტალონის" მონაწილეებისთვის, რომელზეც მითითებული იქნება კონკრეტული მონაწილის რიგითი ნომერი, გვარი და სახელი. "ეტალონის" ფინალური თამაშები გაიმართება მოთამაშეთა გულშემატკივრების აქტიური ჩართულობით. მონაწილეები დაკომპლექტდებიან 10-15 კაციან გუნდებად. თამაშები გაიმართება ერთ ტურად.

კონკურსისთვის შერჩეული იქნება სპეციალურად მომზადებული, გამოცდილი ჯგუფის მიერ შედგენილი კითხვები ლოგიკური აზროვნებიდან, ქართული სპორტის ისტორიიდან, საქართველოს ისტორიიდან და სხვა. თითოეული გუნდისთვის დაისმება 10-დან 15 კითხვამდე. თამაშები წარიმართება "ეტალონის" პრინციპით: ყველა კითხვას ექნება 4 სავარაუდო პასუხი. ტექნიკური ჯგუფის მიერ წინასწარ მომზადდება კითხვების ვიზუალური გამოსახულება სავარაუდო პასუხებით, რომელიც ამონათდება მოთამაშეების წინ ეკრანზე. წამყვანი წაიკითხავს კითხვას, სავარაუდო პასუხებს და ჩართავს ხმოვან წამზომს. 15 წამის გასვლის შემდეგ ეკრანზე ამონათდება სწორი პასუხი. კითხვების ამოწურვის შემდეგ, შედგება თითოეული გუნდის მონაწილეთა რეიტინგი, რომელიც დალაგებული იქნება მოპოვებული ქულების და დახარჯული დროის შესაბამისად, რის საფუძველზეც გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

მეორე ეტაპის ყველა მონაწილეს გადაეცემა კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომები და ბრენდირებული მაისურები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42