რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველი შეფერხების გარეშე გრძელდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:51, 13 Oct, 2015     3096
რაჭაში რთველი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. 13 ოქტომბრის 13.00 საათის მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში უკვე დაიკრიფა და გადამუშავდა 400 ტონამდე ყურძენი, მათ შორის ალექსანდროული და მუჯურეთული 392 ტონა. დღეს დილიდან უკვე ჩაბარდა 40 ტონამდე ყურძენი.

სულ რაჭაში ყურძენი ღვინის კომპანიებს 900-მდე ადგილობრივმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 2 მლნ ლარს მიაღწია.

ბოლო დღეებში რამდენიმე დღიანმა წვიმებმა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველი დროებით შეაფერხა, თუმცა ამინდების გამოსვლისთანავე, ყურძნის კრეფა უფრო აქტიურად გაგრძელდება.

მიუხედავად წვიმებისა, კერძო კომპანიებთან ერთად სახელმწიფო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისგან ყურძენს 6 პუნქტში იბარებს, რომლებიც დილის 08.00 საათიდან საღამოს19.00 საათამდე მუშაობს. რაჭაში რთველის პროცესში ჩართვის მიზნით დარეგისტრირებულია 13 კერძო ღვინის მწარმოებელი კომპანია.

ისევე როგორც კახეთში შესრულდა დანაპირები და მოსახლეობას არ შექმნია ყურძნის დაბინავების პრობლემა, სახელმწიფო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ასევე გადაამუშავებს ყველა იმ ჭარბ ყურძენს,რომელსაც კერძო კომპანიები ვერ შეისყიდიან.

კახეთის მსგავსად, არც რაჭველ მევენახეს დარჩება ყურძენი ჩაუბარებელი.

ფასების შესახებ დანაპირებიც რჩება ძალაში: სახელმწიფო 1 კგ კონდიციური მუჯურეთულსა და ალექსანდროულში გადაიხდის - 5 ლარს, არაკონდიციურში, რომლის შაქრიანობაც 21 გრადუსზენაკლები იქნება - 3 ლარს, ხოლო სხვა დანარჩენ ყურძენში, ძელშავსა და შერეულ ჯიშებში - 70 თეთრს.

კახეთში რთველი კი დასასრულს მიუახლოვდა, სადაც 133 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებელი. მოსახლეობის შემოსავლებმა აქ 90 მლნ ლარს გადააჭარბა. კახეთში ყურძენი ღვინის კომპანიებს16 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42