დაიწუნა თუ არა "როსსელხოზნადზორმა" ქართული ყურძენი - შემოსავლების სამსახურის განმარტება
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:15, 13 Oct, 2015     1840
რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოდან რუსეთში შეტანილი 35 ტონა ყურძენი რუსეთის სანიტარულმა უწყებამ დაიწუნა და უკან გამოაბრუნა, საქართველოს შემოსავლების სამსახური გამოეხმაურა.

„რუსეთის ფედერაციის როსსელხოზნადზორის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელიც შეეხება საქართველოდან 35 000 კგ ყურძნის წუნდებას ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის არასწორი შევსებისა და შეფუთვაზე ეტიკეტების არ არსებობის შესახებ, განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის თაობაზე განცხადებით (საქონლის დასახელება - ყურძენი; რაოდენობა - 35 000 კგ; დანიშნულების ქვეყანა - რუსეთი) მიმართა გადამხდელმა. ფიტოსანიტარიული კონტროლის ყველა პროცედურა, მათ შორის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის შევსება განხორციელდა სრულად - საქართველოს მთავრობის N427 დადგენილების შესაბამისად“- განმარტავს შემოსავლების სამსახური, უწყების ინფორმაციით მათ გადამხდელისგან აქვთ ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე ტვირთი უკვე რეალიზებულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის “როსსელხოზნადზორის” ნიჟნი ნოვგოროდის მხარის სამმართველომ რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოდან 35 ტონა ყურძნის შეტანა აკრძალა. რისი მიზეზიც საქართველოდან ჩატანილი ყურძნის შემოწმებისას გამოვლენილი კანონმდებლობის მოთხოვნის, კონკრეტულად კი კარანტინის წესების დარღვევა გახდა. ამასთანავე რუსული მედიის ინფირმაციით ყუთებზე, რომელშიც მოთავსებული იყო პროდუქცია, არ იყო მარკირება, ან მარკირებული იყო სხვადასხვა სახის ეტიკეტებით, რომლებიც წარმოშობის ქვეყანაზე განსხვავებულ ინფორმაციას შეიცავდა. ფიტოსანიტარულ სერთიფიკატში კი იყო შეუვსებელი ველები.

„როსსელხოზნადზორის“ განმარტებით, აღნიშნული დარღვევების გამო შეუძლებელი გახადა პროდუქციის მონაცემების დადგენა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ყურძნის აღნიშნული პარტიის შეტანის აკრძალვის შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42