სახალხო პროექტის ,,ნიჭიერის“ შესარჩევი ტურები დაიწყო. წლევანდელი ნიჭიერი მაყურებელს ჟიურის ახალი მეხუთე წევრით, ხალისიანი და ენერგიული რუსკა მაყაშვილით წარუდგება. ჟიურის წევრები ბევრს სიურპრიზებს გვპირდებიან.
,,ნიჭერის“ სიახლეა ,,ოქროს ღილაკი“ - ხუთ წითელ X-ს ოქროსფერი ღილაკი დაემატა. რომელიც შესარჩევი ტურის პირველ დღეს ნიკა გვარამიამ უკვე გაააქტიურა და ,,ნიჭიერის“ ახალ სეზონზე მაყურებელი იხილავს თუ ვინ გახდა რუსთავი 2-ის გენდირექტორის რჩეული. ოქროს ღილაკი გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ ჟიურის რომელიმე წევრს კონკურსანტი ძალიან მოეწონება. ჟიურის წევრს შეუძლია ის ლაივ-შოუებში მეორე ტურის გარეშე გადაიყვანოს.
,,ნიჭიერის“ შესარჩევ ტურზე ვანიკომ და გიორგიმ ქუსლიანი ფეხსაცმელებიც მოირგეს, რამაც დარბაზიც და ჟიურის წევრებიც ძალიან გაამხიარულა. წამყვანებმა ეს კონკურსანტის აკო ტაბატაძის სოლიდარობის ნიშნად გააკეთეს. აკო ტაბატაძემ ეროტიული ცეკვა შემოგვთავაზა, მას წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა და იმავე ფერის ჰალსტუხი ეკეთა.
მასალის გამოყენების პირობები