მოხდა ისეთი რამ, რაზეც საუბარი არ გვინდა... გული დამწყდა - მებურიშვილი ჩცდ-დან წამოსვლაზე
საზოგადოება - 14:30, 12 Oct, 2015     22871

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ კატო კირვალიძის როლზე ნინო გაჩეჩილაძე დაბრუნდა. როგორც ირკვევა როლზე უარი თავად ლელა მებურიშვილმა თქვა. რა მოხდა „ფორმულა კრეატივში“ და რა მიზეზით მიატოვა სერიალის მთავარი როლი, ლელა „პრაიმთაიმთან“ ინტერვიუში საუბრობს.

- როცა სერიაშლი მონაწილეობას დავთანხმდი, მაშინვე გვქონდა მოლაპარაკება, რომ შემეძლო პარალალურად ნებისმიერ პროექტში, ნებისმიერ არხში წავსულიყავი.... სერიალის არაერთი მსახიობი სხვა არხზე მუშაობს, სხვადასხვა სერიალში.

- მაშინ რა მოხდა, რატომ დააბრუნეს ნინო გაჩეჩილაძე?

- მოხდა ისეთი რაღაც, რაზეც საუბარი არცე რთ მხარეს არ გვინდა. დიდი ხანია ამ ჯგუფთან ვთანამშრომლობ. „საპონი“ იყო პირველი სერიალი, რომლის დროსაც დავიწყე თანამშრომლობა და დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს მათთან. ასე, რომ ამ ფაქტზე ასე საჯაროდ ლაპარაკი არასწორია.

- იყო კონფლიქტი, გაუგებრობა?

- არანაირი სკანდალი და გაუგებრობა არ ყოფილა. ალბათ, უფრო გაუგებრობა. ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე. უბრალოდ ისე განვითარდა მოვლენები, გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე ასე ჯობდა.

- შენ გადაწყვიტე?

- ჰო, ვინმე სხვანაირად ამბობს? რომ მათ გადაწყვიტეს? სიამოვნებით ვიქნებოდი ამ სერიალში და გავაგრძელებდი მუშაობას ამ ჯგუფთან, მაგრამ ისე აეწყო ფაქტები ერთმანეთს, იმდენი რამ დაემთხვა ერთმანეთს, ყველანაირი კონფლიქტის, კამათის და უთანხმოების გარეშე მივიღე გადაწყვეტილება.

- კულუარებში საუბრობენ, რომ „რუსთავი 2“-თან ურთიერთობის გაწყვეტა შენმა ახალმა ოჯახმა გაიძულა, რომელიც ყველამ ვიცით, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერია...

- დიდი ხანია რაც ამ ტელევიზიასთან ვთანამსრომლობ და არასოდეს მითქვამს ცუდი ამ არხზე. მათ ბევრი რამ მასწავლეს. თურქეთში ვიყავი და ვაპირებდი გამეგრძელებინა „ჩემი ცოლის დაქალებ“-თან თანამშრომლობა. „რუსთავი 2“-დანაც ველოდებოდი შემოთავაზებას ამ ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ... ძალიან დამწყდა გული.

წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42