"მწვანე ბუდაპეშტმა" 1 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:12, 12 Oct, 2015     2317

2015 წლის 9 ოქტომბერს, გაიმართა საერთაშორისო სამშენებლო კომპანია ,,მაქროქონსთრაქშენის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, საცხოვრებელი კომპლექსი “მწვანე ბუდაპეშტის“ 1 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოწვეულ 300 სტუმარს შორის იყვნენ სამთავრობო და დიპლომატიური სტრუქტურების წარმომადგენლები - ქალაქ თბილისის მერი, ვაკე-საბურთალოს გამგებელი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი და სხვა ოფიციალური პირები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანიის კონტრაქტორები და პარტნიორები. ღონისძიება კომპლექსის მომავალი მობინადრეებისთვის იყო გამიზნული, ამიტომ ყველაზე საპატიო სტუმრები, სწორედ ისინი იყვნენ.


ოფიციალურ ნაწილში სტუმრებს სიტყვით მიმართა “მაქროქონსთრაქშენის“ გენერალურმა მენეჯერმა ბატონ მურა თავჯიმ, თბილისის მერმა ბატონ დავით ნარმანიამ, თურქეთის რესპუბლიკის სრულულებიანმა ელჩმა საქართველოში და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა.

ბატონმა მურა თავჯიმ, თავის გამოსვლაში ისაუბრა კომპანიის პრიორიტეტებზე და გეგმებზე. მან აღნიშნა, რომ “მაქროქონსთრაქშენი” კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში და შემდეგი მსხვილმასშტაბიანი პროექტი იქნება საცხოვრებელი უბანი, რომლის ასაშენებლადაც კომპანია 160 მლნ. დოლარის დახარჯვას გეგმავს.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ “მწვანე ბუდაპეშტის” შოუ რუმი, ავეჯის სალონი, რომელიც "მაქროქონსთრაქშენის" მიერ აშენებულმა ქარხანა “ბელისამ” წარმოადგინა.

საღამოზე კომპანიამ ბევრი მოულოდნელი სიურპრიზით გაახარა "მწვანე ბუდაპეშტის" მომავალი მობინადრეები. კომპანიამ მომავალი მობინადრეები საოჯახო ტექნიკით დაასაჩუქრა.

მთელი ღონისძიების განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დამტკბარიყვნენ ცოცხალი მუსიკით. საღამოს დასასრულს გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.

კომპანია “მაქროქონსთრაქშენმა” თავის მომავალ მობინადრეებს სასიამოვნო და საჩუქრებით სავსე საღამო აჩუქა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42