ცხოვრება 100 წლის შემდეგ იწყება
საზოგადოება - 11:10, 12 Oct, 2015     2136
მოხუცები, პატარა ბავშვებივით ითხოვენ ყურადღებას და სითბოს, და სიხარულსაც ერთნაირად გამოხატავენ. ძვირფასი ნივთებით მათ უკვე ვეღარ მოხიბლავ, სრული ბედნიერებისათვისაც ძალიან ცოტა რამ სჭირდებათ: სიყვარული, ყურადღებიანი მოპყრობა, საჩუქრები... ფეხებზე რომ არ შესცივდეთ, წელი რომ არ გაუცივდეთ.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 3 წელია სრულიად უფასოდ ზრუნავს თბილისის მასშტაბით 500 სოციალურად დაუცველ მოხუცზე. ჩვენი მედდები და სიციალური მუშაკები ყოველდღიურად უზრუნველყოფენ მათ საჭირო მომსახურებით, მედიკამენტებით და საკვებით. იმ მძიმე პირობების გათვალისწინებით, რომელშიც ჩვენს მოხუცებს უწევთ ცხოვრება მსგავსი ტიპის უფასო დახმარება მათთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია.

მიაგულ გერლიანი-აფრასიძე ჩვენი ფონდის ყველაზე ხნიერი წევრია. იგი 105 წლისაა. დაიბადა 1910 წელს და გახდა ყველა იმ მოვლენის მომსწრე, რასაც ჩვენ სკოლაში, ისტორიის გაკვეთილებზე გვასწავლიდნენ. მიაგული ძალიან პოზიტიური ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაჭირვება გამოიარა, ძირითადად კარგ რამეებს იხსენებს და მძიმე ცხოვრებაზე საუბარი არ სურს. თავისი წარმომავლობით ძალიან ამაყობს, საუბრობს ძირითადად სვანურად. მიაგულს უვლის შვილი ეთერი. როგორც მიაგული ამბობს, ეთერი ახლა მისი შვილიცაა, დედაც და თარჯიმანიც.

ეთერის თავისი ოჯახი არ ჰყავს, დედა მისთვის - ყველაფერია.
- ზოგჯერ დაიწყებს ყვირილს, მეძახის: „ეთერი მოდი დროზე, ჩქარა, ჩქარა“ - მე გულგახეთქილი მივრბივარ მასთან, დედა კი მიყურებს და ღიმილით მეუბნება: „ძალიან მომენატრე, მოდი ჩემთან, ჩამეხუტე“ და ასე ვსხედვართ ჩახუტებულები.

მიაგულს უყვარს ნარდის თამაში. პირველად როცა თამაშობ მასთან, ცდილობ მოაგებინო, მაგრამ, მერე ხვდები, რომ ღირსეული მოწინააღმდეგე გყავს და „მშრალზე გტოვებს“. ამ დროს აღიარებ, რომ ასაკი ამ შემთხვევაში პრივილეგიაა.
- დიდი სიამოვნებით გავიდოდი ნარდის ტურნირზე - ამბობს მიაგული - მაგრამ ასაკობრივ კატეგორიაში მოწინააღმდეგეებს საიდან „ამოთხრიან“ ? და გულიანად იცინის. ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოს უპრობლემოდ გვიმხელს: ცივი წყალი დილით, იუმორი, ნარდი, ერთგულება, სუფთა ჰაერი და ბევრი ფიზიკური შრომა. აი მთელი ფორმულა.

სიბერე - ისაა, რაც ყველა ჩვენგანს მომავალში მოგველის. როგორები ვიქნებით - არავინ იცის. არ დაივიწყოთ თქვენი მოხუცები, ხშირად მოიკითხეთ, მოინახულეთ. არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა გაახაროთ ისინი.

დაეხმარეთ ქალბატონ მიაგულს, და იამაყეთ იმით, რომ თქვენი კეთილი საქმის წყალობით, საქართველოში იქნება კიდევ ერთი, 105 წელს გადაცილებული ადამიანი. ჩვენი გენი ასე ადვილად გადასაშენებელი არაა, და ქალბატონი, რომელმაც გამოიარა საქართველო - აფხაზეთის ომი და საკუთარი სახლიდან აგრესორების მიერ იქნა განდევნილი, რომელმაც არ დაკარგა იმედი, რომ საქართველო კვლავაც ერთიანი იქნება, მგონი იმსახურებს თქვენს პატივისცემას და დახმარებას.

მიაგულს უამრავი მედიკამენტი და ჰიგიენური საშუალებები ესაჭიროება. მის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 (მიუთითეთ: მიაგულ გერლიანი)

ან ფონდის საიტის მეშვეობით:http://fsp.ge/ge/donate/99/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42