გერმანელების მხრიდან გოლი 49-ე წუთზე მიულერმა პენალტით გაიტანა. 53-ე წუთზე ანგარიში ჯაბა კანკავამ გაათანაბრა, 79-ე წუთზე კი გერმანიის ნაკრები წინ კრუზემ გაიყვანა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის კახა ცხადაძის განცხადებით ქართველმა ფეხბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონებთან თავი ღირსეულად წარმოაჩინეს.
„ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, იმიტომ რომ ასეთი დონის გუნდთან, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია მათ თავი ღირსეულად წარმოაჩინეს. ამდენი საგოლე მომენტი, მე მგონი მთელი შესარჩევი ციკლის მანძილზე არავის ჰქონია გერმანიის ნაკრებთან. მაგრამ გერმანია იმიტომაც არის მსოფლიო ჩემპიონი, რომ მათ კარში ასევე მსოფლიო ჩემპიონი და მოედანზე 10 უმაღლესი დონსი ფეხბურთელია.
ჩემთვის მთავარი იყო, თბილისში გერმანიის ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ დღეს დაგვენახა საკუთარი თავი, რა მდგომარეობაში და რა დონეზე ვიმყოფებით. მაინტერესებდა გამეგო, ვმუშაობთ თუ არა სწორი მიმართულებით“ - განაცხადა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე.
მასალის გამოყენების პირობები






