სოფლის მეურნეობის სამინისტროში გუბერნატორებთან შეხვედრა გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:42, 11 Oct, 2015     1262

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინიციატივით, ქვეყნის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებთან შეხვედრა გაიმართა.

ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრა უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის დარგში განსახორციელებელი პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტიანად დასაგეგმად და სწორედ ამიტომ გადაწყდა შეხვედრის ისეთ ფორმატში ჩატარება.

,,აღნიშნულ ფორმატში გამართულ შეხვედრებზე მოსაზრებებისა და შენიშვნების გაზიარების მეტი შესაძლებლობა არსებობს. მოგეხსენებათ, ბევრი რამ გაკეთდა აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის და პროგრესიც გვაქვს. ვფიქრობ, რეგიონებთან უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, მსგავსი შეხვედრები სისტემური უნდა გავხადოთ“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.

შეხვედრაზე სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახე პრეზენტაციები რეგიონულ ჭრილში წარმოადგინეს. რეგიონის ხელმძღვანელებს სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი დოკუმენტი - რეგიონების სოფლის მეურნეობის საინვესტიციო გზამკვლევი - გააცნეს, რომელიც საქართველოს რეგიონების მიხედვით ამომწურავ ინფორაციას მოიცავს და ერთგვარი სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც აგრარულ დარგში ინვესტიციის განხორციელება სურს.

„ჩვენ დეტალურად გავეცანით სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმინაობას მთელი საქართველოს მასშტაბით. განხილულ იქნა სხვადასხვა პროექტი და სამომავლო გეგმები თითოეული რეგიონის მიხედვით. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის კარგი მაგალითია და რეგიონების მდგრად და ეფექტიან განვითარებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ამაშუკელმა.

როგორც გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ აღნიშნა, მისასალმებელი ისეთი ფორმატის შეხვედრები, როგორიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იქნა შემოთავაზებული.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოთარ დანელიამ გუბერნატორებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა დაათვალიერებინა და ქართული ენდემური ვაზის უნიკალური, საკოლექციო ჯიშები გააცნო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42