საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ, რომელიც კახეთის რეგიონში, რიგ საგზაო მონაკვეთებზე, მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, წრიული მოძრაობა მოეწყო ოთხ საავტომობილო გზაზე, კერძოდ: თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის; დავით გარეჯის მონასტერთან მისასვლელ; სასადილო–სიონისა და ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზებზე.
თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე სოფ. სართიჭალაში, წრიულ მოძრაობასთან ერთად, სავალ ნაწილზე მოეწყო ვიბრობარიერული ზოლები, ხოლო სოფ. მანავის საჯარო სკოლასთან - დამცავი ბარიერები.
აღნიშნული ღონისძიებები რეგიონის საავტომობილო გზებზე, განსაკუთრებით კი დასახლებულ პუნქტებზე გამავალ გზებზე, ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
მასალის გამოყენების პირობები






