პირველმა ლედიმ საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საზოგადოება - 16:57, 10 Oct, 2015     1320
საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩაჩუამ, დღეს, საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის საძირკველში მემორიალური კაფსულა მოათავსა და მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.

აღნიშნული სოციალური პროექტის ინიციატორი ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოა", რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი" და ინდივიდუალური დონორები აფინანსებენ.

“ჰოსპისის პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია - შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც მიზნის მისაღწევად გაერთიანდა სამთავრობო, არასამთავრობო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორები.

უმნიშვნელოვანესია, ინდივიდუალური დონორების ჩართულობა - მხატვრების, რომელთაც ნახატები გაიღეს პროექტისთვის, მუსიკოსების, ჟურნალისტების... ადამიანების, რომლებმაც უანგარო წვლილი შეიტანეს პროექტში”, -აღნიშნა პირველმა ლედიმ მაკა ჩაჩუამ ღონისძიებაზე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დირექტორი ქეთი ხუციშვილი და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის" გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველო“-ს, კომპანია „ევექს“-ს მსგავსი ინიციატივის შემოთავაზებისათვის, რომლის მიღებისთანავე საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულიყო მოცემული პროექტი და, ასევე, ვთვლით, რომ იგი უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ კარგ დასაწყისს ჩავუყარეთ საფუძველი და, ბუნებრივია, მის განხორციელებას და მდგრად განვითარებას, შემდგომ კიდევ უფრო სჭირდება ის სამმხრივი პარტნიორობა, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებს, კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არსებობს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ჰოსპისის მშენებლობის დაწყების ცერემონია სოფელ დიღომში პალიატიური მზრუნველობის მსოფლიო დღეს გაიმართა.

ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს.

ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42