ახალ წელს თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება
საზოგადოება - 17:42, 09 Oct, 2015     2945

თბილისის მერიამ, ანძის ახალ განათებასთან დაკავშირებით, რამდენიმე უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიას მიმართა. შეთავაზების მიზანი, გონივრულ ვადაში მაღალ ხარისხსა და შედარებით დაბალ ფასზე ორიენტირებული წინადადების მიღება იყო. დედაქალაქის მერიის მიერ გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი იტალიურმა კომპანიამ - „გრივენი“ დააკმაყოფილა.

“ახალი წელი, რომელიც სიხარულთან და სიახლეებთან არის დაკავშირებული, გვინდა, რომ ჩვენი დედაქალაქისთვისაც სიახლეებით იყოს დატვირთული. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თბილისის ანძა ახალი წლისთვის ახლებურად გავანათოთ, თანამედროვე მოწყობილობების და დეკორატიული განათების სისტემების გამოყენებით, რომელსაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მოიხმარენ. ჩვენ წინადადებები რამდენიმე კომპანიისგან მივიღეთ და შევარჩიეთ საუკეთესო - იტალიური კომპანია „გრივენი”. დღეს გავაფორმებთ ხელშეკრულებას, რომელიც იტალიაში, უშუალოდ აგილობრივ ქარხანაში დამზადებული დეკორატიული სანათების მოწოდებას, ასევე საპროექტო სამუშაოებში ხელშეწყობასა და დახმარებას ითვალისწინებს, იმ თვალსაზრისით, რომ შემდეგ, ჩვენი გარე განათების სამსახურის მიერ, იტალიიდან ჩამოტანილი სანათები დამონტაჟდეს. ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საახალწლოდ, ახლებურად განათებული ანძა თბილისელების მოწონებას დაიმსახურებს“, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

კომპანია „გრივენი“-ს ფასადების არქიტექტურულ განათებაში 25 წლიანი გამოცდილება აქვს. იტალიურმა კომპანიამ პირველმა დაიწყო დიდი სიმძლავრის ლედ სანათების წარმოება და ამჟამად, დარგში ბაზრის ლიდერია. მსოფლიოს მაშტაბით, კომპანიას განხორციელებული აქვთ არაერთი დიდი პროექტი - „გრივენის“ მიერ იყო განათებული ეფიელის კოშკი 6 თვის განმავლობაში, საფრანგეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის აღსანიშნავად, ასევე, კომპანიის სახელს უკავშირდება გიზას პირამიდების განათება, ოლიმპიური სტადიონი ბაქოში, სატელევიზიო ანძა სოჩაში, ბელგოროდსა დაკრასნოდარში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო იტალური კომპანია „გრივენი“-ს ჰყავს პროფესიონალი ინჟინრები განათების დარგში, ასევე, არქიტექტორები, რომლებიც უნიკალურ პროექტებს ქმნიან. კომპანია საშუალებას იძლევა, მოხდეს სანათების ადგილზე მიწოდება და მონტაჟი. „გრივენი“-ს მომსახურებები, ადგილობრივი ტექნიკური პერსონალის გადამზადებასა და 10 წლიან გარანტიასაც ითვალისწინებს.

შპს „სინათლის ქალაქი“, საერთაშორისო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ანძაზე არსებული განათების ფრაგმენტულ დემონტაჟს განახორციელებს, რათა ანძა არც ერთი დღით არ ჩაბნელდეს. აღნიშნული სამუშაოები 20 დღის ვადაში დასრულდება და კომპანია „გრივენი“-ის მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში ახალი სანათები დამონტაჟდება. სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, ახალ წელს კი თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება.

დედაქალაქის ანძა დღეს 5 000 ცალი „ფლეშ“ სანათისგან შედგება, რომელიც 2010 წელს დამონტაჟდა. სანათების არასწორი სტანდარტებით დამონტაჟების გამო მათგან, დაახლოებით, ნახევარზე მეტი, დღეისთვის მწყობრიდან არის გამოსული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძველი ხელშეკრულების პირობებში, გათვალისწინებული არ იყო არც სანათების საგარანტიო პერიოდი და არც ექსპლუატაციის პერიოდში საჭირო სარემონტო სამუშაოები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42