სტიქია ქობულეთში - დაზარალებულია 1000-მდე ოჯახი
საზოგადოება - 17:42, 09 Oct, 2015     1766

მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებში განვითარებული სტიქიის კერებში ვითარებას აჭარის გეოლოგიური სამსახურის ოთხი ჯგუფი ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან სწავლობს. სპეციალისტები გულდასმით სწავლობენ ყველა დაზიანებულ და დამეწყრილ ლოკაციას სოფლებში. გზების და დამეწყრილი ადგილების გაწმენდაზე 12 ერთეული სხვადასხვა ტიპის ტექნიკა მუშაობს. ტრაქტორები, თვითმცლელები და ექსკავატორი გამოყვანილია როგორც ქობულეთის, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად , როგორც ქალაქის, ასევე მიმდებარე სოფლებიდან შემოსული ინფორმაციით დაზარალებულია 1000-მდე ოჯახი. ძირითადად ზარალი მიადგა ქალაქ ქობულეთში გელაურის დასახლებას და ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ამ დროისათვის ქაქუთი-ლეღვას ტერიტორიაზე ფიქსირდება 15 მეწყრული მოვლენა, რომელთაგან 13 უკვე შესწავლილია. როგორც გეოლოგიის სამსახურის უფროსი ტარიელ ტუსკია აცხადებს არცერთ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის დაზიანება არ შეინიშნება, თუმცა სპეციალისტების შეფასების საფუძველზე ორმა ოჯახმა დროებით უნდა დატოვოს საცხოვრებელი სახლები, რადგან შენობებს გვერდით არსებული ფერდობებიდან მეწყრული მოვლენების განვითარების საშიშროება ექმნებათ. უახლოეს დღეებში მოხდება ამ ფერდობების რკინა-ბეტონის კედლით გამაგრება, რის შემდეგაც ოჯახები დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში.

უკვე შესწავლილია სოფელ წყავროკის 6 და ჭახათის 5 ოჯახი, ყველა ლოკაციის შესწავლა კვირის ბოლომდე დასრულდება. ძირითადად დაფიქსირებულია ნაპრალები და ნახეთქები საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე რამდენიმე მეტრის სიგანეზე მიწის 1 მეტრომდე სიმაღლეზე დაწევა. რამდენიმე ადგილას მეწყრულმა მოვლენებმა გამოიწვია შიდა სასოფლო გზების ჩაკეტვა, თუმცა, გზებისა და სამელიორაციო სამსახურის მიერ შუადღისას გადაადგილება ყველა სოფლის მიმართულებით უკვე აღდგენილი იყო. ძირათადი პრობლემები აჭყვისთავსა და ალამბრის ტრიტორიაზე აღინიშნება.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება წყალი და ბუნებრივი აირი. დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ჰქონდა 20 აბონენტს სოფელ ლეღვაში. დაზიანებული ტრანსფორმატორის აღდგენას დღის ბოლომდე ვარაუდობენ.

შესაბამისი ტექნიკით გადაირეცხა სტიქიის შედეგად დატბორილი სკოლები და საბავშვო ბაღები. შუადღისთვის უკვე ჩატარებული იყო სადეზინფექციო სამუშაოები. სასწავლო პროცესი ორშაბათიდან სრულად აღდგება .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42