კომპანია SOCAR Georgia gas-მამომსახურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის შესახებ განაცხადა და მომხმარებელებს ვებ-პორტალი www.mygas.ge შესთავაზა. ვებ-პორტალი www.mygas.ge მომხმარებლებისთვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურების მიზნით ამოქმედდა.
პორტალი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს ონლაინ რეჟიმში გადაიხადოს ბუნებრივი გაზის გადასახადი. მოხმარებული გაზის საფასურის გადასახდელად პორტალზე რეგისტრაცია აუცილებელი არა რის, რადგან სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ავტორიზებული, ასევე არაავტორიზებული მომხმარებლებისთვის.
პორტალზე არსებული აბონენტის პირადი ბარათი, ეს არის მომხმარებლის ისტორია SOCAR Georgia Gas-ში. პირადი ბარათი მოიცავს ინფორმაციას თითოეული აბონენტის გადახდებისა და მოხმარებული გაზის მოცულობის, დავალაინების, მიწოდების წერტილებისა და მოქმედი ტარიფის შესახებ.
პორტალზე რეგისტრაციისთვის, აბონენტებმა SOCAR Georgia Gas-ის ადგილობრივ სერვისცენტრს უნდა მიმართონ ან დარეკონ საინფორმაციო სამსახურში ნომერზე 16 114. რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია პორტალზე განთავსებული ონლაინ ჩათით.
მასალის გამოყენების პირობები






