სროლა "რედისონთან" - "სადახლოს" მკვლელობების გაგრძელება?
საზოგადოება - 14:41, 09 Oct, 2015     21166

2013 წლის ნოემბერში სადახლოზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად გარდაცვლილი წყალბურთელის 21 წლის გიორგი ფირანიშვილის ბებია გულიკო გიგიბერია აცხადებს, რომ გუშინ, 8 ოქტომბერს, სასტუმრო "რედისონთან" მომხდარი ინცინდენტისას დაკავებული პირი, „სადახლოზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე - ნოდარ დობორჯგინიძეა“.

„ნიუპოსტი“ მოკლული ბიჭის ბებიას ესაუბრა.

„პირი, რომელიც გუშინ თბილისის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების, ასევე სროლის ფაქტზე დააკავეს, გიორგი ფირანიშვილისა და მერაბ კალანდაძის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილეა, ის 2013 წლის 25 ნოემბერს, იმავე ღამეს დააკავეს, თუმცა 2 თვის შემდეგ გაათავისუფლეს, ეტყობა მას კარგი მფარველები გამოუჩნდათ ისევე როგორც მკვლელობაში მონაწილე ყავლაშვილსა და ისაკაძეს. თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მათ ხელზე დენთის კვალი აღენიშნებოდათ“ - განაცხადა გიგიბერიამ.

„ნიუპოსტის" კითხვაზე რა კავშირი აქვს სადახლოს მკვლელობას "რედისონთან" მომხდარ სროლასთან? გარდაცვლილი სპორტსმენის ბებია აცხადებს, რომ ორ ინცინდენტს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

„კავშირი გამორიცხულია, ჩვენ ვითხოვთ, კონკრეტულად დაგვისახელონ პირი, ვინც ესროლა ჩვენ ბიჭს. სადახლოზე მომხდარ მკვლელობას რაც შეეხება ეს იყო დევნა. გიორგის მეგობარს დობორჯგინიძის ხალხი ერჩოდა. ამიტომ გიორგის მეგობარმა მუკბანიანმა ქვეყნის დატოვება სცადა. გიორგის სთხოვა გაცილება. სადახლოზე დაკავებულები და მკვლელობის მონაწილეები ოთხი მანქანით დაეწიენ ბიჭებს, გიორგი დილარს გადაეფარა და პირველი ის მოკლეს“ - აღნიშნა გულიკო გიგიბერიამ.

გარდაცვლილის ბებიამ დღეს კიდევ ერთი სახელი და გვარი დაასახელა. გიგიბერია აცხადებს, რომ საქმეში ფიგურირებს ვინმე გიორგი ხელაძე.

„ყავლაშვილი და აბაშიძე იმავე ღამეს გაუშვეს, საქმეში კიდევ ფიგურირებს, რომელიღაცა უმაღლესი სასწავლებელის რექტორის, მანანა მოხევიშვილის შვილი გიორგი ხელაძე, მისი პრადოს ჯიპით არის კალანდაძე მოკლული. ეს ბიჭი საერთოდ გააქრეს საქმიდან. ითქვა რომ დედამისმა იმ ღამესვე ძალიან დიდი ფული ჩამოიტანა“- განმარტა რესპოდენტმა.

ათამდე გასროლა თბილისის ცენტრში (08.10.2015):

შსს ოფიციალური ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ნოდარ დ-ს თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან, რასაც წინასწარი მონაცემებით, ორმხრივი სროლა მოჰყვა. სამართალდამცველებმა ნოდარ დ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და განაიარაღეს. ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს“.

სადახლოზე მომხდარი სასტიკი მკვლელობა (25.11.2013):

2013 წლის 25 ნოემბერს, საქართველო-სომხეთის საზღვართან, სასაზღვრო გამშვები პუნქტის შიდა პერიმეტრზე, ორი პირი - მერაბ კალანდაძე და 21 წლის გიორგი ფირალიშვილი მოკლეს. ხოლო მათთან ერთად მყოფი დილარ მუკბანიანი მძიმედ დაჭრეს.

მოკლული მერაბ კალანდაძე, გიორგი ფირალიშვილისა და დაჭრილი მუკბანიანის მამების მეგობარი იყო და ის მეგობრის შვილებს საზღვარზე აცილებდა.

სადახლოზე მომხდარ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგი ფირალიშვილსა და დილარ მუკბანიანს თავდამსხმელებთან ვაკეში ჩხუბი მოუვიდათ, რომლის შედეგადაც 6 დაკავებულიდან ერთ-ერთის ძმა დაიჭრა. სწორედ ამ ჩხუბის გაგრძელება იყო სადახლოსთან განვითარებული მოვლენები

საქართველო-სომხეთის საზღვართან მომხდარი სისხლიანი ფაქტიდან მალევე შს სამინისტრომ დააკავა 6 პირი. პოლიციამ ამოიღო „მაკაროვის“ სისტემის ერთი იარაღი.

გულიკო გიგიბერიას ინფორმაციით, კი სადახლოზე მომხდარი ფაქტზე სულ შემდეგ 8 ადამიანი დააკავეს, თუმცა 2 მაშინვე გაათავისუფლეს. 2014 წლის 13 აპრილს პროკურატურამ დარჩენილი ექვსიდან კიდევ ორი გაათავისუფლა.

მაშინ პროკურატურაში ითქვა, რომ საქმეზე ნოდარ დობორჯგინიძისა და ანტონ ისაკაძის ბრალეულობა გამოძიებამ ვერ დაადგინა და ამიტომ გაათავისუფლეს.

რაც შეეხება ოთხ პირს, 2014 წლის 8 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლომ სადახლოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მომხდარი ექვსი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს: არჩილ გოგიშვილს, გიორგი ნავერიანს, ზურაბ კუხალაშვილს და შოთა ჭელიძეს 17 წლიანი პატირმობა შეეფარდა. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებოდათ ორი ან მეტი პირის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე“ და მესამე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

„ცეცხლსასროლი იარაღებით უკანონოდ შეიარაღებული არჩილ გოგიშვილი, გიორგი ნავერიანი, ზურაბ კუხალაშვილი და შოთა ჭელიძე სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, მოკვლის მიზნით თავს დაესხნენ ექვს პირს. მათ ცეცხლსასროლი იარაღებიდან განხორციელებული გასროლით ადგილზე მოკლეს გიორგი ფირანიშვილი და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს მერაბ კალანდაძე-ს, რომელსაც იმავდროულად ჯგუფის დაუდგენელმა ერთ-ერთმა წევრმა განზრახ შეაჯახა ავტომანქანა, რამაც ამ უკანსკნელის სიკვდილი გამოიწვია. ასევე, მძიმედ დაიჭრნენ მამა-შვილი მარად მუკბანიანი და დილარ მუკბანიანი, ხოლო ბესო კეიდია-ს და ილია ბალიაური-ს მიმართულებით ნასროლმა ჭურვებმა მიზანს ვერ მიაღწია და მხოლოდ მათი ავტომანქანები დააზიანა „- განაცხადა დაკავებულთა სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა.

სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, გარდაცვლილის ახლობლები დღემდე ეჭვობენ, რომ მკვლელობაში მონაწილობას 4 ზე მეტი პირი იღებდა და მათ ხელისუფლების წარმომადგენლები მფარველობენ.

p.s: "ნიუპოსტს" მიაწოდეს ფოტო - მასალა , სადაც ასახულია ნოდარ დობორჯგინიძისა და ანტონ ისაკაძის დაკავება. ფოტო 2013 წლის 25 ნოემბერით თარიღდება.


დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42