ახმეტელის მეტროსთან დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის, ირაკლი სარალიძის მდგომარეობა კრიტიკულია. სამართალდამცავი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება,
"ქირურგიის ეროვნულ ცენტრში" სადაც პატრულ-ინსპექტორი 20 სექტემბრიდან იმყოფება აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის კომატოზურ მდგომარეობაში, სასუნთქ აპარატზეა შეერთებული" – აცხადებენ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
„ახმეტელის თეატრის“ ფოიეში ნიკა ბ-მ საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ირაკლი სარალიძეს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დანით ყელის და მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა. დაჭრილმა პატრულ-ინსპექტორმა თავად მოახერხა ბრალდებულის შეჩერება და შემთხვევის ადგილზევე დააკავა. ის 1994 წელს დაბადებული 21 წლის ახალგაზრდაა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, პატრულის თანამშრომელი მეტროს შესასვლელთან, ერთ - ერთ ქალბატონს ესაუბრებოდა, როდესაც მას უკნიდან მამაკაცი მიეპარა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დაჭრილი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საავადმყოფოში მოინახულა.
დაჭრის მოტივი უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






