დაცვის თანამშრომელმა მეხუთეკლასელის გაუპატიურება სცადა?! - დეტალები ქუთაისიდან
საზოგადოება - 16:50, 08 Oct, 2015     15610
ქუთაისის N-7 - ე საჯარო სკოლის დაცვის კერძო სამსახურის თანამშრომელს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი სასტიკად გაუსწირდა.

ახალგაზრდა მამაკაცი, კერძო დაცცვის თანამშრომელს მისი 11 წლის ქალიშვილის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებდა.

დაცვის თანამშრომელი მრავლობითი დაჟეჟილობებით საავადმყოფოში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, მე -5 კლასელ გოგონას კერძო დაცვის თანამშრომელმა ინტიმური კავშირი საღამოს საათებში შესთავაზა, როცა მოზარდი ცეკვის წრიდან სახლში ბრუნდებოდა.

„ნიუპოსტი“ დეტალების გარკვევას ქუთაისის N-7 - ე საჯარო სკოლის დირექტორთან, ენდი ნემსვერიძესთან შეეცადა.

დირექტორის თქმით, სექსუალური კავშირის შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია, გოგონა კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სწავლას.

„არანაირად არ შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ასე მოხდა, რადგან არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მსგავი რამ არ მომხდარა, ფაქტი არ მინახავს, ფაქტს არ შევსწრებივარ“ - განუცხადა „ნიუპოსტს“ სკოლის დირექტორმა.

ენდი ნემსვერიძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძვანელი ესაუბრა და გავრცელებული ინფორმაციის გარკვევას შეეცადა.

სკოლის დირექტორმა ჩვენთან საუბრისას არც დაცვის თანამშრომლის ცემის ფაქტი დაადასტურა.

„მე იმ დაცვის თანამშრომელს არც კი ვიცნობ. ის არ არის ჩემი თანამშრომელი. მე ორგანიზაციასთან მაქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ემსახურება სკოლას. ცემის ფაქტის დადასტურება არ შემიძლია. კერძო დაცვის თანამშრომელი როცა ერთ დღეს მუშაობს ოთხს ისვენებს. შესაბამისად არ ვიცი არის თუ არა ეს ახალგაზრდა საავადმყოფოში“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

„ნიუპსტის“ კითხვაზე, რატომ არ დაინტერესდა სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების შეთავაზების ნამდვილობით, ენდი ნემსვერიძემ გვითხრა, რომ ის დირექტორია და არა გამომძიებელი.

„აბსურდით რანაირად დავინტერესდე? ხელმოსაჭიდი არაფერი მაქვს, ამ პრეტენზიით მშობელი არ მოსულა, არც ბავშვს უთქვამს ჩემთვის რამე, არავინ არაფერს ამბობს ჟურნალისტების გარდა, გამოძიება ჩავატარო? სკოლაში სიმშვიდეა, სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს... მე არ ვარ გამომძიებელი“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

„ნიუპოსტი“ შს სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელს დაუკავშირდა, რომლის თქმით, ბავშვის გაუპატიურების მცდელობის, სექსუალირი კავშირის შეთავაზების შესახხებ პოლიციაში ინფორმაცია არ შემოსულა.

შს სამინისტროს თანამშრომლის ინფორმაციით, პოლიციაში შეტყობინება მოქალაქის ცემის ფაქტზე შევიდა.

„ადგილზე მისულ პოლიციას დახვდა მამაკაცი, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა, შესაბამისად გამოძიება ცემის ფაქტზე - 125-ე მუხლით დაიწყო. საქმეში ბავშვი საერთოდ არ ფიგურირებს“ - აღნიშნავენ შს სამინისტროში.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42