აჭარის მთავრობაში სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა
საზოგადოება - 14:23, 08 Oct, 2015     1851

აჭარაში განვითარებული სტიქიური მოვლენებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. რეგიონის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეოპარტამენტის ხელმძღვანელის კახა შაშიკაძის განცხადებით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განვითარდა სტიქიური მოვლენები. განსაკუთრებით დაზარალდა ქობულეთი. მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

არსებული მდგომარეობის პირადად გასაცნობად ქობულეთში დილიდან იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.

მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე საგანგებო შტაბის წევრებსა და სპეციალურ მობილურ ჯგუფებთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში არსებულ მდგომარეობას ეცნობა.

ამ დროის მონაცემებით ქობულეთში დატბორილია ჯავახიშვილის უბანი, გელაურის დასახლება, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, სააავადმყოფოს უბნის ნაწილი, რუსთაველისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების დასაწყისი. მდინარე აჭყვას ადიდებამ გამოიწვია სოფლების ლეღვას, გვარას, კონდითის, გოგმაჩაურის, ზენითის, აჭყვისთავისა და ცეცხლაურის სასოფლო გზების დატბორვა. განვითარდა მცირე მეწყრული მოვლენებიც.

ადგილზე მუშაობენ სამაშველო და სპეციალური მობილური ჯგუფები, სპეცტექნიკის გამოყენებით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. დამატებით მობილიზებულია მეზობელი რეგიონების საგანგებო სიტუაციათა მართვის ბრიგადები შესაბამისი აღჭურვილობით. პრევენციის მიზნით წყლის დონის დაკლებამდე შეზღუდულია ავტოსატრანსპორტო გადაადგილება ქობულეთის მუნიციპალიტეტში. გადაიდო სარკინიგზო მიმოსვლა ბათუმი-თბილისის მიმართულებით. დატბორვის გამო ქალაქ ქობულეთის ორ სკოლაში და მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე გადახდილია სახურავი.

სტიქიური მოვლენები განვითარდა ქედის მუნიციპალიტეტშიც. მდინარის ადიდების გამო დაიტბორა და დაიმეწყრა რამდენიმე ოჯახის სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები . ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. ქედის გამგეობის წარმლომადგენლები მოსახლეობიდან პირადად ეცნობიან არსებულ მდგომარეობას.

სტიქიის შედეგების დათვლა გამოდარებისთანავე დაიწყება.

აჭარის მთავრობა მიმართავს მოსახლეობას თავი შეიკავონ გადაადგილებისაგან და აუცილებლობის შემთხვევაში დარეკონ 12-ზე ან ცხელ ხაზზე ნომერით : 27-20-01.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42