გურიისა და აჭარის აბონენტების ნაწილს დენი არ მიეწოდება
საზოგადოება - 11:16, 08 Oct, 2015     1510

ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში, რათა დროულად მოახდინონ სტიქიით გათიშული აბონენტებისთვის ენერგომომარაგების აღდგენა.

ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გუშინ ღამით, აჭარაში ძლიერმა წვიმამ დატბორა 110 კვ მაღალი ძაბვის ქვესადგური „ქობულეთი“, რამაც განაპირობა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა 14 000-მდე აბონენტისთვის ქობულეთში და მის მიმდებარე სოფლებში. ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური სრულად მობილიზებულია, რომ დროულად განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და აღმოფხვრას უამინდობით მიყენებული ზიანი.

რაც შეეხება გურიის რეგიონს, გადაუღებელი ძლიერი წვიმის გამო, ლანჩხუთში ადიდებულმა მდინარე შუთიმ წაიღო 4 საყრდენი ბოძი, რამაც გამოიწვია 1500-მდე აბონენტის გათიშვა; ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ოზურგეთსაც, სადაც ამ დროისთვის გათიშულია 1500-მდე აბონენტი.

ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში, რათა მოახდინონ ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული დაზიანების ლოკალიზება და აღადგინონ დაზიანებული ქსელი. სამუშაოები ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ენერგო-პრო ჯორჯიას ყველა გათიშულ აბონენტს აჭარასა და გურიაში", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42