განვლილი 9 თვის განმავლობაში, საქართველოდან 24 071 200 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:51, 08 Oct, 2015     1310

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განვლილი 9 თვის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24 071 200 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 66,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

სექტემბის თვეში,მიმდინარე წლის ყველა განვლილ თვეებთან შედარებით, ყველაზე მაღალი ექსპორტი დაფიქსირდა - 4 235 132 ბოთლი. შედარებისთვის: იანვარში ექსპორტირებული იყო 1 343 018, თებერვალში - 1 558 631, მარტში -2 198 535, აპრილში - 2 878 656, მაისში - 2 476 567 ბოთლი, ივნისი - 3 251 246, ივლისი - 3 094 894, აგვისტო - 3 050 265.

საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, ექსპორტის მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი - 90%, სადაც ექსპორტირებულია 1,5 მლნ ბოთლზე მეტი. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.

ექსპორტი ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში: პოლონეთი 1% (1 112 118 ბოთლი),ლატვია - 8% (831 906), ესტონეთი - 32% (339 912), ლიტვა - 6% (437 850), გერმანია - 14% (189 054), ნიდერლანდები - 146% (38 844), საფრანგეთი - 119% (28 638).

ასევე აღსანიშნავია ექსპორტის ზრდა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა აშშ - 39% (181 937), იაპონია - 33% (112 226), კანადა - 69% (135 012), ექსპორტი აგრეთვე გაიზრდა ყირგიზეთში - 83% (117 840), ჰონგ-კონგი - 8% (26 834), ისრაელი - 163% (28 440), კორეა - 221%(24 054) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 12508086, ყაზახეთი - 3442296, უკრაინა - 2149471, ჩინეთი - 1517 843დაპოლონეთი - 1112118 ბოთლი.

რეგიონში არსებული ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-55%) და უკრაინაში (-62%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ, გავლენა იქონია 9 თვის ექსპორტის საერთო მაჩვენებელზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ითაა შემცირებული.
ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 483 702 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 11,8 მლნ აშშ დოლარს აღწევს.
მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია ასევე 97 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა (372 ათასი აშშ დოლარი).
მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით100 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42