ირაკლი ღარიბაშვილმა მიშელ პლატინისაგან წერილი მიიღო
საზოგადოება - 19:45, 07 Oct, 2015     2621

საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უეფას პრეზდენტ მიშელ პლატინისაგან წერილი მიიღო.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, წერილი 2015 წლის 21 სექტემბერით თარიღდება.

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, დღესაც აქტუალურია ის მოგონებები, რომლებიც თბილისში გამართულ დიდი სუპერთასის ღონისძიებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხსაც დიდხანს ემახსოვრება იმ დღის ემოციები. მსგავს წარმატებას სუპერთასის ორგანიზების საქმეში, პირველ რიგში, უნდა ვუმადლოდეთ თანამშრომლობას უეფასთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქვეყნის ხელისუფლებასთან, რაც სწორედ თბილისში მოხდა. მე გულწრფელად მჯერა, რომ ეს თანამშრომლობა კვლავაც შენარჩუნდება და მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება იმისათვის, რომ საქართველოში ფეხბურთი წარმატებული იყოს.
ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით ერთმანეთს არა მარტო თქვენს ოფისში ან სტადიონზე, არამედ სადილის დროსაც, რომელზეც თქვენ, თქვენი კეთილი ნებით, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს უმასპინძლეთ. მე შევამჩნიე და ეს მახარებს, რომ თქვენ მონდომებული ხართ ხელი შეუწყოთ ფეხბურთის განვითარებას თქვენს ქვეყანაში.
გარდა ამისა, პირისპირ შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც და მე მოხარული ვარ, რომ ამ კუთხითაც მივაღწიეთ ურთიერთგაგებას. მე წინადადება შემოგთავაზეთ ქართული ფეხბურთის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და, როგორც ჩანს, ჩვენი შეთანხმება ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილება იყო ყველასთვის.
მჯერა, რომ უეფასა და თქვენი მთავრობის ერთობლივი მხარდაჭერით, ფეხბურთი სწრაფად განვითარდება საქართველოში, სადაც უდავოდ არსებობს ამის დიდი პოტენციალი" - აღნიშნულია პლატინის წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42