საცხოვრებელ კომპლექსს „m² ნუცუბიძეზე“ მოსახერხებელი მდებარეობა აქვს – კომპლექსი მეტრო ვაჟა-ფშაველადან 300 მეტრის მანძილზეა და სამი მხრიდან უდგება საავტომობილო გზა. საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს ორსართულიან ავტოსადგომს 86 ავტომანქანისთვის, შიდა ეზოს დიდი სპროტული მოედნით, მოსასვენებელ და საბავშვო ზონებს. კომპლექსს ასევე აქვს 24- საათიანი დაცვა და სადარბაზოების დასუფთავებისა და გამწვანების მოვლის მომსახურება, რის საფასურსაც ახალმოსახლეთათვის ერთი წლის განმავლობაში კომპანია დაფარავს. დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, „m² ნუცუბიძეზე“ აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის - პირველად საქართველოში შენობაში დამონტაჟდა ცნობილი ფინური ბრენდის, KONE- სლიფტები აღჭურვილი ქართული ხმოვანი შეტყობინებით,.
დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება”„m² ნუცუბიძეზე“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ 2013 წლის დეკემბერში განაცხადა. ამ დროისთვის კომპლექსში არსებული 221 ბინიდან, მხოლოდ 25 ბინა ელის მომავალ მფლობელს. „m² ნუცუბიძეზე“ პროექტის მშენებლობისთვის თანხა საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ (IFC) და კანადის მთავრობამ გამოყვეს.
კომპლექსი „m² ნუცუბიძეზე“ დეველოპერული კომპანიის მესამე დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსია. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური გაყიდვები დაიწყო საცხოვრებელ კომპლექსში „იპოდრომი 2“, წინასწარი გაყიდვების პროცესი წარმატებით წარიმართა, „იპოდრომი 2“-ის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დაიწყება.
დამატებითი ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.m2.ge
მასალის გამოყენების პირობები






