როგორც „ნიუპოსტს“ ფედერაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ცხადაძე არასდროს ყოფილა რუსეთის მოქალაქე.
„კახა ცხადაძე რუსეთის მოქალაქე არასდროს ყოფილა. რა მისამართიც წერია იმ მისამართზე კახა ცხადაძე 2000 წელს ცხოვრობდა. საქართველოში ცხადაძის რუსეთის სამხედრო კომისარიატში დაბარების თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მოსულა“, - აცხადებენ პრესსამსახურში.
რუსული სპორტული საიტის Sovsport.ru -ს მტკიცებით, მათ ხელში ჩაუვარდათ სამხედრო მოწვევის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კახაბერ ცხადაძის სახელზეა გაგზავნილი. დოკუმენტის მიხედვით კახა ცხადაძეს რუსეთის სამხედრო კომისარიატი, სამხედრო რეგისტრაციის მონაცემების დაზასუსტებლად იწვევს. დოკუმენტი გაიგზავნა მისამართზე, რომელიც 2000 წლიდან ცხადაძის საცხოვრებელ ადგილს აღარ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, კახა ცხადაძე თამაშობდა მოსკოვის „სპარტაკში“, „დინამოში“ გერმანულ „აინტრახტშუ“ ინგლისურ „მანჩესტერ სიტიში“, დსთ-სა და საქართველოს ნაკრებებში. 2014 წლიდან კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

მასალის გამოყენების პირობები






