სახელმწიფო 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულს 5 ლარად ჩაიბარებს - რაჭა-ლეჩხუმში რთველი იწყება
საზოგადოება - 12:03, 07 Oct, 2015     1995

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ რაჭის რეგიონში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

რამდენიმე დღეში რთველი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაიწყება. რთველის საორგანიზაციო საკითხები ფაქტობრივად დასრულებულია. ხელისუფლება სრულ მზადყოფნაშია, რომ წლევანდელმა რთველმა ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავალის რეალიზაცია-დაბინავების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნას.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ხელშეწყობით მოსახლეობისგან ყურძნის მიმღები 6 პუნქტი გაიხსნება, რომლებიც 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართული იქნებიან ამპელოგრაფები.

სახელმწიფო მოსახლეობისგან მწიფე (კონდიციურ) 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მიღებას 5 ლარად, ხოლო არაკონდიციური ყურძნის, რომლის შაქრიანობა 21 გრადუსზე ნაკლები იქნება - 3 ლარად მოახდენს. ძელშავისა და შერეული ჯიშის ყურძენში სახელმწიფო 70 თეთრს გადაიხდის.

რაჭაში რთველის მიმდინარეობის პერიოდში იმუშავებს ცხელი ხაზი- 2 47 01 01, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს რთველთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლება. ყურძნის მიღება-გადამუშავების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვას მოსახლეობა ონლაინ რეჟიმში რთველის სპეციალურ ვებგვერდზე www.rtveli2015.gov.ge შეძლებს.

კახეთის რეგიონში რთველი დასასრულს უახლოვდება. 7 ოქტომბრის 10:00 სთ-ის მონაცემებით, გადამუშავებული 122 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მათ შორის 65 ათას ტონამდე რქაწითელი, 42 ათას ტონაზე მეტი საფერავი, 3 ათას ტონამდე კახური მწვანე და 12 ათას ტონაზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ყურძნის გადამუშავებით მიღებულმა შემოსავალმა 82 მლნ ლარს გადააჭარბა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42