ბევრი ისეთი ადამიანი ჩნდება, რომლის მიმართაც ინტერესი არ მაქვს - თიკა ჯამბურია პირადზე
საზოგადოება - 18:23, 06 Oct, 2015     3448

თიკა ჯამბურიას საკუთარი მსმენელისთვის და არა მხოლოდ მათთვის, სასიამოვნო სიახლე აქვს. მუშაობს ახალ სიმღერებზე, რომლებიც მალე ყველასთვის ცნობილი გახდება. მომღერალი საზოგადოებისგან ყურადღების ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა, განსაკუთრებით კი, მისი პირადი ცხოვრებაა ყოველთვის განხილვის თემა. როგორც თავად ამბობს, ძალიან ძლიერი და პოზიტიურია, რაც ეხმარება სირთულეების გადალახვაში. მომღერლის ცხოვრებისა და ბევრი საინტერესო სიახლის შესახებ სტატიიდან შეიტყობთ.

თიკა ჯამბურია: რამდენიმე ახალი სიმღერა ჩავწერე და კიდევ, ჩემს მეგობართან ერთად ვმუშაობ ძალიან კარგ სიმღერებზე, რომლებიც ცოტა განსხვავებული იქნება, უფრო ფანქის სტილში. მეტი სიახლე არ მაქვს (იცინის). ამ ეტაპზე არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მშვიდი პერიოდი მაქვს.
– ჭორები შენამდეც აღწევს? გაკრიტიკებენ ხოლმე?
– კი, როგორ არა (იცინის). მაკრიტიკებდნენ, როცა „ცეკვავენ ვარსკვლავებში” ვმონაწილეობდი და განსაკუთრებით ჭორაობდნენ მაშინ, როცა ქმარს გავშორდი. ეს თემა იმდენად გაქექეს, რომ, მგონი, დაიღალნენ კიდეც. ბავშვმა თუ მოხუცმა, ყველამ ყველაფერი იცის ჩემი ცხოვრების შესახებ. ნამდვილად არ მინდოდა პირადი ცხოვრების აფიშირება, მაგრამ ჟურნალისტებმა სერიოზული გამოძიება ჩაატარეს. დაშორების მიზეზებიც ერთ-ერთი ჟურნალიდან გავიგე, რაზეც ძალიან გავბრაზდი. გადავწყვიტე, აღარასოდეს ვისაუბრო ამ თემაზე. ყველა ინტერვიუ ბექაზეა და აღარ შემიძლია, ცოლი ჰყავს და რით ვერ დამთავრდა მასზე ლაპარაკი.
– ნინამ როგორ აღიქვა ბექას ქორწინება?
– ნინა პატარაა, 4 წლისაა და საერთოდ ვერაფერს ხვდება. ნამდვილად არ აღუქვია ეს ყოველივე ტრაგედიად. წლები გავიდა, რაც დავშორდით და ნამდვილად არ მტკენია ამ ფაქტით გული. თან, მას შემდეგ იმდენი ცუდი რამ გავიარე ცხოვრებაში და იმდენი გულისტკენა მქონდა, რომ ეს არაფერია. თავიდან, რომ ვიწყებდე ცხოვრებას, არაფერს შევცვლიდი, განსაკუთრებით იმ მოვლენებს, რომლებმაც გარდატეხა მოახდინა ჩემში. ყველაფერს უცვლელად დავტოვებდი, რაღაც უმნიშვნელო დეტალებს თუ არ ჩავთვლით, მაგალითად, როგორიცაა „ვოისში” მონაწილეობა.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება, რაიმე ხომ არ შეცვლილა?
– გულწრფელად გეუბნებით, არაფერია საინტერესო. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ისეთი ადამაინი ჩნდება, რომლის მიმართაც ინტერესი არ მაქვს. ამ პერიოდის განმავლობაში ისეთი არავინ ყოფილა, ვისთანაც ურთიერთობის დაწყებაც ღირდა. ახლა, რომ გითხრათ, აუცილებლად მინდა მამაკაცი მყავდეს გვერდით-მეთქი, მოგატყუებთ. 30 წლის რომ ვიყო, ვინერვიულებდი ამ თემაზე, მაგრამ ახლა სხვა საფიქრალი უფრო მაქვს. რაც მთავარია, მყავს ნინა, მეგობრები და ძალიან მაგარი ოჯახი. ეს ხალხი ნამდვილად მივსებს ამ სიცარიელეს. ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოჩნდება ის ადამიანიც, აბა სად წავა.


სრულად იხილეთ ბმულზე: "თბილისელები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42