ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ზრუნავს 10 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახზე, რომელშიც 7 და მეტი ბავშვია. ბავშვები იღებენ ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით, ასევე საკვებს და საჭირო ჰიგიენურ საშუალებას. ფონდის მიზანია, ქველმოქმედებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. ერთიანი ძალებით შესაძლებელი იქნება მეტი გაჭირვებული ბავშვის გადარჩენა. ვისაც გაქვთ დახმარების შესაძლებლობა და სურვილი, არ დარჩეთ გულგრილი, თქვენმა ნებისმიერი სახის დახმარებამ, შესაძლოა ბავშვის მომავალი შეცვალოს!
თქვენ შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა, სწავლისთვის საჭირო ნივთებს და ტანსაცმლის შესაძენად ან მოგვაწოდოთ საბავშვო ტანსაცმელი, სასკოლო ჩანთები, რვეულები, ფანქრები და ნებისმიერი რამ, რაც ბავშვებს სწავლის პროცესში გამოადგებათ.
თუ თქვენ არ შეგიძლიათ ბავშვებს მატერიალური დახმარება აღმოუჩინოთ, ამ სტატიის გაზიარებისთვისაც ძალიან მადლობლები ვიქნებით. იცოდეთ, რომ თქვენი ნებისმიერი მოქმედება უკეთესობისკენ შეცვლის ვიღაცის ცხოვრებას!
მშობლების შესაძლებლობების მიუხედავად, ბავშვებს უნდა შეეძლოთ სწავლა, რომ დამოუკიდებლად შეძლონ თავი დააღწიონ იმ სიღარიბეს და გაჭირვებას, რომელშიც უხდებათ ცხოვრება. მათ უნდა ისწავლონ და ნახონ, რომ სიღარიბის გარდა არსებობს სხვა ცხოვრება, უფრო ლამაზი და უზრუნველი, მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ, განვითარდნენ და ქვეყნისათვის სასარგებლო ადამიანად ჩამოყალიბდნენ.
ბავშვების დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003
ან ფონდის საიტის მეშვეობით: http://goo.gl/LkUFqD
სასკოლო ნივთების და ტანსაცმლის მოწოდება შეგიძლიათ ფონდის ოფისში მისამართზე: თბილისი, ვაზისუბნის ქ. 88ა
მასალის გამოყენების პირობები






