ლანჩხუთში საბავშვო ბაღში ბავშვებს გაფუჭებულ ყველს აჭმევდნენ
საზოგადოება - 13:39, 06 Oct, 2015     2409

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ორი დღით შეწყდა. მიზეზი კი, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ აღმოჩენილი გაფუჭებული პროდუქტი იყო, რომელიც ახალ პროდუქტთან ერთად ინახებოდა.

არსებული ინფორმაციით, ბაღში სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მშობლებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რაც ხაჯალიის ბაღის ხელძღვანელობამ განუცხადა.

„ვირუსია გავრცელებული და ამის გამო ბავშვები ცოტა ხნით ბაღს მოარიდეთო“, - აცხადებენ ბაღში.

ლანჩხუთის ბაღების ცენტრის ხელმძღვანელი, დავით წულაძე აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ მისი ბრძანების საფუძველზე მოხდა ბაღში სასწავლო პროცესის შეჩერება. უფრო მეტიც, მომხდარის გამო, სამსახურიდან გათავისულდნენ ხაჯალიის საბავშო ბაღის მენეჯერი, მზარეული და ექთანი.

„ვირუსის გამო კი არა, ჩემი ბრძანების საფუძველზე შეწყდა მეცადინეობა, რადგან გაფუჭებულ ყველთან ერთად, ახალი ყველიც ინახებოდა. აუტანელი, საშინელი სუნი იდგა. ამიტომ გათავისუფლდა ეს სამი ადამიანი.

ბაღის ხელმღვანელს, ქრისტინა მოისწრაიფიშვილს მანამდეც ჰქონდა ერთი გაფრთხილება მიღებული, უფლებამოსილების გადამატების გამო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ის სამსახურიდან გამეშვა. კანონით მაქვს ამის უფლება“ - დასძინა წულაძემ.

მისივე განმარტებით, მან ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად მიიღო.

როგორც ცნობილია, ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი განთავისუფლება ცენტრის ხელმძღვანელობასთან გააპროტესტა.

,,გურიის მოამბე“ ყოფილს ხემძღვანელს, ქრისტინა მოისწრაფიშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან სატელეფონო საუბრისაგან თავი შეიკავა და დასძინა, რომ ის ამ თემაზე პირადად, მოგვიანებით გაგვესაუბრება. ბაღების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, უკვე დაინიშნა ახალი ხელმძღავნელი, სოფელ ხაჯალიის მკვიდრი მაკა ჩიქოვანი და სასწავლო პროცესიც ამჟამად ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.


თეა იოსელიანი, გურია






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42