„2015 წლის 21 სექტემბერს საერთაშორისო იურიდიულმა ფირმა Baker&McKenzie-მ, სს "ყაზტრანსგაზის" დავალებით, ქართულ მხარეს გადაუგზავნა წინასაარბიტრაჟო შეტყობინება შეთავაზებით, დაიწყოს მოლაპარაკებები საინვესტიციო დავის დარეგულირებაზე იმ ინვესტიციების გამო, რომელიც სააქციო საზოგადოება "ყაზტრანსგაზმა" შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საქმიანობაში ჩადო.
2006 წელს, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" სააქციო საზოგადოება "ყაზტრანსგაზმა" იმ მემორანუდმის საფუძელზე ჩამოაყალიბა, რომელიც 2005 წლის 26 დეკემბერს სააქციო საზოგადოება "ყაზტრანსგაზსა" და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა, საქართველოს დედაქალაქისა და მიმდებარე რაიონების გაზმომარაგებისკენ მიმართული საქმიანობის განხორციელების მიზნით.
2006-2009 წლებში სს "ყაზტრანსგაზის" მიერ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განვითარებასა და ქალაქ თბილისის გაზმომარაგების სისტემაში განხორციელებულმა ინვესტიციამ, დაახლოებით 130 აშშ მილიონი დოლარი შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ "ყაზტრანსგაზი" შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" 100%-იანი წილის მფლობელია, 2009 წლის 16 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის შუამდგომლობა შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. შედეგად, სს "ყაზტრანსგაზს" შესაძებლობა არ აქვს , შვილობილი კომპანიის საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა.
სააქციო საზოგადოება "ყაზტრანსგაზი" მიიჩნევს, რომ საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების ზემოაღნიშნული ქმედებებით ირღვევა უცხოელი ინვესტორის უფლებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ინვესტიციების დაცვის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.
სს "ყაზტრანსგაზს" იმედოვნებს, რომ ქართული მხარე კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს და წინასაარბიტრაჟო პროცედურების ფარგლებში, დავა სწრაფად მოგვარდება.
იმ შემთხვევაში, თუ წინასაარბიტრაჟო დარეგულირებით დავა ვერ მოგვარდება, სააქციო საზოგადოება "ყაზტრანსგაზი" 1994 წლის 17 დეკემბრის ენერგეტიკულ ქარტიასთან არსებული შეთანხმების დებულებების, ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ რესპუბლიკა ყაზახეთსა და საქართველოს მთავრობას შორის 1996 წლის 17 სექტემბერს დადებული შეთანხმების, სხვა საერთაშორისო შეთანხმებების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საინვესტიციო საარბიტრაჟო გარჩევას დაიწყებს და შპს "ყაზტრანგაზ- თბილისზე" კონტროლის დაბრუნებასა მოითხოვს, ასევე ზარალის ანაზღაურებას არანაკლებ განხორცილებული ინვესტიციების თანხის ოდენობისა" - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები






