პარლამენტში 2016 წლის ბიუჯეტის დეტალური განხილვა იწყება
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:34, 06 Oct, 2015     1503
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. ბიუჯეტის პროექტს დღეს საგარეო, დიასპორის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით 2016 წლის ბიუჯეტი 3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი . მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლები შეადგენს 8 მილიარდ 225 მილიონ ლარს.

მისაღები შემოსულობების, ისევე როგორც გადასახდელების მთლიანი მაჩვენებელი განსაზღვრულია 9 920.0 მლნ ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 9 920.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9 110.0 მლნ ლარს, გრანტები 130.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 680.0 მლნ ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტის სახით გათვალისწინებულია 255 მილიონი ლარი და აქედან 125 მილიონს გრანტის სახით ევროკავშირი გამოყოფს სხვადასხვა სფეროში რეფორმების განსახორციელებლად.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, წინა წელთან შედარებით 57 მილიონი ლარითაა გაზრდილი შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი და დაახლოებით 1 მილიარდ 500 მილიონამდე ლარს შეადგენს. ანაზღაურების ზრდა ძირითადად განპირობეულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ხელფასების დასაფინანსებლად, რადგან გასულ წლებში ეს უწყება ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში იყო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდებოდა, რაც შეიცვალა. ასევე, 20 მილიონიანი ზრდა განპირობებულია ცესკოს თანამშრომლების ხელფასებისთვის, რადგან 2016 წელს დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტულად პროგრამებად გამოყოფილია ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42