" სიყვარულს ვინ დაეძებს, ჩემს ქმარს თურმე არც კი მოვწონდი... თვითონ მიამბო ყველაფერი"
არ ვიცი, შევურიგდები თუ არა ქმარს. 32 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი და წესით, ამ ასაკში ქალი თუ ვერ იგრძნობს, უნდა მიხვდეს მაინც, სიყვარულით ირთავს მას კაცი ცოლად თუ რაღაც გათვლებით. სიყვარულს ვინ დაეძებს, ჩემს ქმარს თურმე არც კი მოვწონდი და ცოლადაც იმიტომ შემირთო, რომ დედამისს ვეღარ მოერია. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, დედამისი გადაეკიდა, მარიკოს გარდა სახლში რძლად არავის შემოვუშვებო და, საბოლოოდ, გოგაც დანებდა. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რომ სადედამთილოს მოვწონდი და საქმროს არა; მთავარი ისაა, ასე რატომ იჭრიდა ვენებს ჩემი დედამთილი ჩემ გამო და რატომ ეწინააღმდეგებოდა მისი ერთადერთი შვილი ასე თავგადაკლული. ამ ყველაფრის მიზეზი ძალიან მალე ამოტივტივდა, მაგრამ უკვე გვიან იყო – მე რვა თვის ორსული, ქმრისგან, პრაქტიკულად, ქორწილის მეორე დღიდან მიტოვებული (თუ არ ჩავთვლი კვირაში ერთხელ სახლში მოსვლასა და მოვალეობის მოხდის მიზნით ნახევარსაათიან ინტიმს), უბედური ქალი ვიყავი. ყოველ წუთს, ყოველ წამს ვგრძნობდი, როგორ არ ვუნდოდი და არ ვჭირდებოდი ქმარს, რომელიც, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიყვარდა და მეგონა, ჩემი ამ სიყვარულით ოჯახისკენ მოვაბრუნებდი. თავიდან მეგონა, ცუდ წრეში იყო (35 წლის კაცი!) და იმ გარეწრებს ვერ შორდებოდა; მერე ვიფიქრე, ალბათ, რაღაც შავ საქმეებში გაეხვია და თავს ვეღარ აღწევს-მეთქი. მაგრამ, ის, რაშიც სინამდვილეში მე თვითონ აღმოვჩნდი გახვეული, როგორც ქალისთვის, გაცილებით უარესი აღმოჩნდა. ხომ იცით, ნათქვამია, კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა – ყველაფერი გაირკვა და ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა, რატომ დამენგრა თავზე ყველაფერი. თუმცა, რა დამენგრა, თავიდანვე რაღაც სიბინძურეში აღმოვჩნდი, რადგან, ჩემმა დედამთილმა თავის შვილზე ზრუნვას შემწირა. ზრუნვა კი იმაში მდგომარეობდა, რომ გოგას უკვე რამდენიმე წელია, ჰყავდა თავისზე 14 წლით უფროსი, ორშვილიანი (ორივე შვილი სხვადასხვა კაცისგან ჰყავდა, ქორწინების გარეშე), კარგად „ნაგულავები“ საყვარელი, რომელსაც ვერაფრით ჩამოაშორეს. ამიტომ, დედამისმა გადაწყვიტა, ცოლ-შვილი რომ ეყოლება, გამოფხიზლდება და იმ ქუჩის ქალს ჩამოშორდებაო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. გოგას მხოლოდ ვეცოდებოდი, ისიც ხანდახან, ძირითადად კი, ვაღიზიანებდი, რომ ასეთი უთავმოყვარეო აღმოვჩნდი და უხმოდ ვიტანდი ყველაფერს. ერთ დღეს კი, ეტყობა, ისე ძალიან შევეცოდე (ან გაღიზიანდა), რომ თვითონ მიამბო ყველაფერი და მითხრა: შენთვისაც და ბავშვისთვისაც უკეთესი იქნება, შენს მშობლებთან თუ დაბრუნდები. სიყვარულსა და თან გადაყოლას ვერ შეგპირდები, რადგან მე ის ქალი მიყვარს, როგორი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მატერიალურად ყოველთვის უზრუნველყოფილები იქნებით. მე დამნაშავე ვარ შენ წინაშე და, თუ იპოვი კაცს, რომელთანაც ბედნიერი იქნები, გამიხარდებაო.
ამ სიტყვების შემდეგ რაღა მინდოდა იმ სახლში. მით უმეტეს, ერთ თვეში უნდა მემშობიარა. იმ დღესვე ჩავალაგე ჩემი ნივთები და მშობლებთან დავბრუნდი, დედამთილს კი ჩემთან დარეკვაც კი ავუკრძალე. ვუთხარი, იმედი არ გქონდეთ, რომ ოდესმე ბავშვს ნახავთ-მეთქი. არ ვიცი, შეიძლება, მთლად მართალი არ ვარ, მაგრამ სწორედ მისი წყალობით აღმოვჩნდი ამ დღეში.
გოგამ სიტყვა შეასრულა – მე და ჩემს შვილს არაფერი მოგკვლებია, აგერ უკვე შვიდი თვეა. თუმცა შვილის ნახვა არასდროს მოუსურვებია – მხოლოდ ფულს გვიგზავნის ძმაკაცის ხელით. მაგრამ, ამას წინათ, სასეირნოდ რომ მყავდა ბავშვი გაყვანილი, შორიახლოს მის მანქანას მოვკარი თვალი, თუმცა, თავი ისე დავიჭირე, ვითომ არ დამინახავს. ეჭვი მაქვს, შვილთან ურთიერთობას მოინდომებს და, არ არის გამორიცხული, შერიგებაც მთხოვოს. მაგრამ, არ ვიცი, მე როგორ მოვიქცევი, ვაპატიებ თუ არა იმ ტკივილსა და შეურაცხყოფას, რაც მის გამო გადავიტანე.
მარიკო, 34 წლის.
წყარო "თბილისელები"
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა