„სალხინოს სასახლის კამერატა“ – კამერული მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
კულტურა - 15:00, 05 Oct, 2015     1570
კამერული მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი – „სალხინოს სასახლის კამერატა“, სალხინოს დადიანების სასახლეში გრანდიოზულად დასრულდა.

სასახლის ღია ხეივანი მსოფლიოს ვირტუოზ მუსიკოსებს სამი დღის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ მასპინძლობდა.

როგორც ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი შიო აბრახამია „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, ფესტივალმა წარმატებით ჩაიარა და მას ყოველწლიური სახე მიეცემა.
„ფესტივალში ყველა მონაწილე 10-10-წუთიანი პროგრამით წარდგა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი წარმატებით შედგა და ის უდიდესი ოვაციითა და სიხარულით მიიღო დამსწრე პუბლიკამ. სამივე დღე იყო ნამდვილი ზეიმი მოსახლეობისა. საოცარი ემოციები მოდიოდა, როგორც შემსრულებლებისგან, ასევე ეს ყველაფერი ძალიან დიდი სითბოთი მიიღო მაყურებელმა“, – განაცხადა შიო აბრახამიამ.

მისივე თქმით, ფესტივალში მონაწილეობდნენ: ავსტრიის ინტერნაციონალური კამერული ორკესტრი „არპეჯონე“, იტალიელ გიტარისტთა დუეტი „ბლანკო-სინაკორი“, პოლონური დუეტი კლასიკურ აკორდეონსა და ვიოლინოზე „დუო კაროლინა მიკოლაიჩეკი და ივო იედინეცკი“, არგენტინელი ვირტუოზი ბანდონეონისტი (გარმონი) მარსელო ნისინმანი, სიმებიანი კვარტეტი სომხეთიდან „მირზოიან კვარტეტი“ და ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი თბილისიდან „ლალე“. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალი მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიზნესსექტორის ფინანსური მხარდაჭერით, სრულად დაფინანსდა.
როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე გაბისონია აცხადებს, ფესტივალი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსები სალხინოს დადიანების სასახლეში გააერთიანა.„პირველივე წელიწადს საკმაოდ წარმომადგენლობითი იყვნენ მონაწილეები. ფაქტობრივად, ვირტუოზები ჩამოვიდნენ მსოფლიოს ყველა მხრიდან: გვყავდა არგენტინელი მუსიკოსები, გვყავდა ევროპიდან, ჩვენი მეზობელი სომხეთიდან. ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ ეს ფესტივალი ძალიან დიდხანს იარსებებს“, – განაცხადა ალექსანდრე გაბისონიამ.

როგორც ფესტივალის დირექტორმა, კომპოზიტორმა ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ განაცხადა, „სალხინოს სასახლის კამერატას“ მიზანია, ხელი შეუწყოს მარტვილის მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, ტურიზმის განვითარებას და რაც მთავარია, სალხინოს სასახლეში მე-20 საუკუნამდე არსებული კულტურული სალონური საღამოებისა და კონცერტების ჩატარების ტრადიციის აღდგენას, რაც ფესტივალის უმთავრესი ამოცანაა.
როგორც ცნობილია, ბოლო მასშტაბური ზეიმი სასახლეში, 1897 წელს, ლუსიენ მიურატისა და ჰერცოგინია დე როანის ჯვრისწერის დროს იყო. წლევანდელი ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდ „დღის“, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე გრიგალავასა და საკრებულოს თავმჯდომარის, ალექსი გაბისონიას ორგანიზებით ჩატარდა. „სალხინოს სასახლის კამერატას“ საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ: საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“. ტელეკომპანიები: პირველი არხი, „ერთსულოვნება“, აჭარის ტელევიზია, „იმედი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42