თბილისში PEMPAL-ის საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:17, 05 Oct, 2015     1327
მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის მოადგილეები ლაშა ხუციშვილი და ცოტნე ყავლაშვილი PEMPAL-ის საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრნენ.

PEMPAL-ი სახელმწიფო ხარჯების მართვის სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეთა ქსელს წარმოადგენს, რომლის მიზანიც ცენტრალური აზიისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა.

თბილისში შეხვედრის ძირითადი მიზანია სახელმწიფო ფინანსების ელექტრონულ მართვაში საქართველოში დაგროვილი გამოცდილებისა და მიღწეული პროგრესის გაცნობა. სემინარის მონაწილეებში დიდ ინტერესს იწვევს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ შექმნილი საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა PFMS. PEMPAL-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას სისტემის ფუნქციონირების პრინციპებსა და მის შემადგენელ კომპონენტებში ბოლო წლებში განხორციელებულ სიახლეებზე, ინტეგრაციაზე სხვა სახელმწიფო სისტემებთან, უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკაზე, აგრეთვე, საქართველოში გადასახადის ერთიანი შემოსულობის სახაზინო კოდის დანერგვის პროექტზე.

სემინარი მონაწილეებს ასევე საშუალებას მისცემს გაუზიარონ ერთმანეთს საჯარო ფინანსების მართვისა და ელექტრონული სისტემების უსაფრთხოების კუთხით საკუთარ ქვეყნებში არსებული გამოცდილება.

შეხვედრას 11 ქვეყნის 42 წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის, ხაზინის უფროსის მოადგილეები: ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, მოლდოვადან, რუსეთის ფედერაციიდან; მსოფლიო ბანკის ექსპერტები: ვაშინგტონიდან, მოლდოვადან, ყირგიზეთიდან და ავსტრალიიდან. ასევე ექსპერტები მსოფლიო ბანკიდან, ჯემ დენერი და ელენა ნიკულინა.

ღონისძიებაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ვფიქრობ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინიტროს დღეისათვის ნამდვილად აქვს მიღწევები საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემების დანერგვის მიმართულებით. ამ კუთხით, საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის (PFMS) ძირითადი ხაზინის მოდულები (Core-treasury) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს კარგად განვითარებული რგოლია. გასულ წელს ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები საბიუჯეტო კანონმდებლობაში, რომლის მიზანიც იყო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტების, ასევე სსიპ-ებისა და ააიპ-ების ბიუჯეტების მოქცევა საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებულ საინფორმაციო სისტემაში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42