ასეულონით მოსწავლე და მშობელი სკოლის წინ არიან შეკრებილები და განათლების მინისტრისაგან დირექტორის სპარტაკ გოგიტიძის განთავისუფლების ბრძანების გაუქმებას ითხოვენ.
„სანამ სპარტაკ გოგიტიძე დირექტორად არ დაბრუნდება, მანამ სწავლა ნასაკირალში არ გაგრძელდება“, - აცხადებენ "გურიის მოამბესთან" საუბარში სკოლის მოსწავლეები.
მშობელმა ზურაბ ირემაძემ კი განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე სისტემაში დიქტატურის დამყარებაში დაადანაშაულა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სანიკიძესთან შეხვედრას მოითხოვენ.
„გასული კვირის ოთხშაბათიდან, ჩაშლილია სასწავლო პროცესი დაბა ნასაკირალში. ასეულობით მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი სკოლის ეზოში არიან შეკრებილები და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი სკოლაში მინისტრ სანიკიძისგან გათავისუფლებული დირექტორის დაბრუნებას მოითხოვენ: "სანამ სპარტაკ გოგიტიძე სკოლის დირექტორად არ დაბრუნდება და არ შეიცვლება გადაწყვეტილება, ნასაკირალში სასწავლო პროცესი არ გაგრძელდება", - ამბობენ ადგილზე შეკრებილები.
აქციის მონაწილეები პროტესტის უკიდურესი ფორმების მიმართვაზეც საუბრობენ.
სპარტაკ გოგიტიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თაღლითობაში დაადანაშაულა და ის თანამდებობიდან გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე გაანთავისუფლა.
თავის მხრივ გენერალური ინსპექცია სკოლაში დაბა ნასაკირალში მცხოვრები ძმები შავაძეების განცხადების საფუძველზე შევიდა.
შავაძეები სპარტაკ გიგატაძესა და სკოლის დირექციას საკუთარი შვილების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ და ისინი პროტესტის ნიშნად სკოლაში თავიანთ ბავშვებს უკვე წელია არ უშვებენ.
აღსანიშნავია, რომ დაბა ნასაკირალში, სადაც 6 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, დაკავებული ძმები ვაშაძეების გარდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებას, სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე -ყველა აპროტესტებს.
თავად სკოლის დირექტორმა, სპარტაკ გოგიტიძემ კი, მინისტრის ამ გადაწყვეტილებას, ჩვენთან საუბარში, სკოლის დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






