სოფელ ნასაკირალის სკოლა თამარ სანიკიძის წინააღმდეგ - პოლიციამ მინისტრის მომხრეები დააკავა
საზოგადოება - 15:19, 04 Oct, 2015     4061
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრები ძმები შავაძეები, ოზურგეთის პოლიციამ ნასაკირალში, გასული კვირის ხუთშაბათს განვითარებული მოვლენების საფუძველზე დააკავა.

როგორც "გურიის მოამბეს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, დაკავებულებს ბრალი (ს.ს.კ. 239 მუხლი) ხულიგნობაში ედებათ.

გასული კვირის ოთხშაბათიდან, ჩაშლილია სასწავლო პროცესი დაბა ნასაკირალში. ასეულობით მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი სკოლის ეზოში არიან შეკრებილები და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი სკოლაში მინისტრ სანიკიძისგან გათავისუფლებული დირექტორის დაბრუნებას მოითხოვენ: "სანამ სპარტაკ გოგატაძე სკოლის დირექტორად არ დაბრუნდება და არ შეიცვლება გადაწყვეტილება, ნასაკირალში სასწავლო პროცესი არ გაგრძელდება".

აქციის მონაწილეები პროტესტის უკიდურესი ფორმების მიმართვაზეც საუბრობენ.

სპარტაკ გოგატაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თაღლითობაში დაადანაშაულა და ის თანამდებობიდან გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე გაანთავისუფლა.

თავის მხრივ გენერალური ინსპექცია სკოლაში დაბა ნასაკირალში მცხოვრები ძმები შავაძეების განცხადების საფუძველზე შევიდა.

შავაძეები სპარტაკ გიგატაძესა და სკოლის დირექციას საკუთარი შვილების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ და ისინი პროტესტის ნიშნად სკოლაში თავიანთ ბავშვებს უკვე წელია არ უშვებენ.

აღსანიშნავია, რომ დაბა ნასაკირალში, სადაც 6 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, დაკავებული ძმები ვაშაძეების გარდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებას, სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე-ყველა აპროტესტებს.

თავად სკოლის დირექტორმა, სპარტაკ გოგიტიძემ კი, მინისტრის ამ გადაწყვეტილებას, ჩვენთან საუბარში, სკოლის დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა.

ცნობისათვის: სურათია გადაღებულია გასული კვირის ხუთშაბათს, მასზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი ძმაა აღბეჭდილი, რამდენიმე წუთში ის ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ოზურგეთის საავადმყოფოში გადაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთერთი ძმა მოსახლეობასთან დაპირისპირებისას დაშავდა.

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42