„სალხინოს სასახლის კამერატა“ – ფესტივალის გახსნა და მოჯადოებული მსმენელი (ფოტოკოლაჟი)
კულტურა - 23:38, 03 Oct, 2015     4256
სალხინოს დადიანების სასახლეში, კამერული მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“, ქართულმა სიმებიანმა კვარტეტმა „ლილე“ გახსნა.

კვარტეტი 2011 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა გაერთიანებით ჩამოყალიბდა. დაარსების დღიდან კვარტეტი მონაწილეობას იღებს ხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში, რომლის წევრები არიან: ელენე შაშიაშვილი -I ვიოლინო, მარიანა კირაკაზოვა – II ვიოლიონო, მარიამ ჩიკვაიძე – ალტი, გვანცა მათიაშვილი – ჩელო.

ქართული კვარტეტი, სომხურმა „მირზოიან კვარტეტმა“ შეცვალა. ცნობილი კომპოზიტორი, ედვარდ მირზოიანის სახელობის სიმებიანი კვარტეტის ჩამოყალიბების იდეა დიდი ხნის წინ, ორკესტრის წევრთა შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გაჩნდა. მისი წევრები ცნობილი სომეხი მუსიკოსები, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები და გამარჯვებულები, ასევე, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის „ნოვაია როსიას“ და სომხეთის ფილარმონიის ორკესტრის სოლისტები არიან. კვარტეტი 1993 წელს სომხეთის კამერული ორკესტრის პირველმა ვიოლინომ არამ ასტარიანმა – ვიოლინო, სონა აზარიანთან – ვიოლინო, ვაჰან გრიგორიანთან – ჩელო და არმენ ტროსიანთან – ვიოლა ერთად ჩამოაყალიბდა. მას შემდეგ, კვარტეტს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია კამერული მუსიკის საერთაშორისო კონკურსებზე. დაარსების დღიდან კვარტეტი იყენებს ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ინსტრუმენტს – ვიოლიონოს, რომელიც დამზადებულია იტალიელი ოსტატის ჯუზეპე გვარნიერის მიერ. ინსტრუმენტი სახელმწიფო კოლექციიდან მოხმარების უფლებით სომხეთის კულტურის სამინისტრომ მევიოლინე არამ ასტარიანს გადასცა.

ფესტივალის გახსნამდე, ორი კვირით ადრე, კომპოზიტორმა, ფესტივალის დირექტორმა ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ მითხრა: „ფესტივალზე ისეთი კოლექტივები ჩამოდიან, მუსიკაში ყველაზე გაუცნობიერებელ ადამიანსაც კი მოაჯადოვებს…“ მსმენელისთვის მართლაც სიურპრიზი აღმოჩნდა იტალიური დუეტი „ბლანკო სინაკორი“.

იტალიელმა გიტარისტებმა , ალესანდრო ბლანკომ და ჯუზეპე სინაკორიმ თავიაანთი ექსტრაორდინალური საშემსრულებლო ტექნიკის დუეტად შერწყმით თანამედროვე, ინოვაციური ჟღერადობა შექმნეს. მრავალ საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შემდეგ, ისინი, იტალიის პრესტიჟულ ღონისძიებებზე გამოჩნდნენ და მალე მათმა მუსიკალურმა საქმიანობამ მთელი ევროპა, აფრიკა და ამერიკის შეერთებული შტატები მოიცვა. დუეტმა სხვადსხვა დროს საკუთარი ქვეყანა წარმოადგინა გაბონში, იტალიის საელჩოს მიერ მოწყობილ რესპუბლიკის დღესასწაულზე, არკანზანის შტატში და ნიუ-იორკი პრესტიჟულ კარნეგი-ჰოლში. კლასიკური რეპერტუარის ინტერპრეტირების უნიკალური უნარი, რომელიც დუეტს გამოარჩევს, ორი გიტარისტისთვის პიესების შექმნისას მრავალი კომპოზიტორის შექმნის წყაროა. 2011 წელს რობერტო კარნევალემ მათ მიუძღვნა პიესა Noli4, რომლის პრემიერაც პინეროლოს მუსიკალური აკადემიის ფარგლებში, ბარდონეკიაში, Palazzo delle Feste-ში შედგა. იმავე წელს კომპოზიტორმა მილო მაფალიმ მათთვის დაწერა დივერტისმენტი ორი გიტარისთვის. 2013 წლიდან, ანტონელო ფარულის ხელმძღვანელობით, მუსიკოსები იმოლას საერთაშორისო საფორტეპიანო აკადემიის Incontri col Maestro კამერული სექციის მონაწილეები იყვნენ. ამ თანამშრომლობამ დასაბამი მისცა ახალი აუდიოჩანაწერის პროექტს სახელწოდებით Hacked Overture, რომელიც კომპანია Almendra Music-მა გამოუშვა. ჩანაწერში თავმოყრილია საოპერო ფრაგმენტების ტრანსკრიპციები, რომელთა ავტორებიც დუეტის წევრები არიან, მუსიკალური ინტერლუდიები კი კომპოზიტორ მაურიციო პისატის ეკუთვნის.

ალესანდრო ბლანკოს და ჯუზეპე სინაკორის ინსტრუმენტები ხელნაკეთია და გიტარები სიცილიელი ოსტატის, ვინჩენცო კანდელას შექმნილია. ფესტივალის მიზანია მარტვილის მუნიციპალიტეტში ხელი შეუწყოს კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, ტურიზმის განვითარებას, და რაც მთავარია, აღდგეს სალხინოს სასახლეში მეოცე საუკუნემდე არსებული კულტურული სალონური საღამოებისა და კონცერტების ჩატარების ტრადიცია, რაც ფესტივალის უმთავრესი ამოცანაა. როგორც ცნობილია, ბოლო მასშტაბური ზეიმი სასახლეში 1897 წელს ლუსიენ მიურატისა და ჰერცოგინია დე როანის ჯვრისწერის დროს იყო. 1804-1840 წლებში დადიანებმა და მათთან დანათესავებულმა ფრანგმა დიდგვაროვნებმა- მიურატებმა ერთობლივად სალხინოში ააგეს საშემოდგომო რეზიდენცია, კარის ეკლესია და უნიკალური ორსართულიანი მარანი. რეზიდენციის მთელი ხიბლი მის ორსაუკუნოვან ჭადრისა და ბზის ხეივანშია. სწორედ სასახლის ამ ხეივანში, ღია ცის ქვეშ ფესტივალი ყოველწლიურად უმასპინძლებს მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს.

პირველ ფესტივალში მონაწილეობენ: ავსტრიის ინტერნაციონალური კამერული ორკესტრი „არპეჯონე“, იტალიელ გიტარისტთა დუეტი „ბლანკო-სინაკორი“, პოლონური დუეტი კლასიკურ აკორდეონსა და ვიოლინოზე „დუო კაროლინა მიკოლაიჩეკი და ივო იედინეცკი“, არგენტინელი ვირტუოზი ბანდონეონისტი (გარმონი) მარსელო ნისინმანი, სიმებიანი კვარტეტი სომხეთიდან „მირზოიან კვარტეტი“ (კომპ. ედვარდ მირზოიანის სახელის მატარებელი) და ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი თბილისიდან „ლალე“.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“, რომლის ხელმძღვანელი საქართველოს დამსახურებული არტისტი ნინელი ჭანკვეტაძეა და მარტვილის მუნიციპალიტეტი (გამგებელი ბატონი ალექსანდრე გრიგალავა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი ალექსი გაბისონია).

ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელია მუსიკოსი შიო აბრახამია. ფესტივალის დირექტორი – კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი. ფესტივალი იმართება ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევით. საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალი სრულად ფინანსდება (მხოლოდ) მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიზნეს სექტორის ფინანსური მხარდაჭერით. ფესტივალის მხარდამჭერები და სპონსორები არიან:მარტვილის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი, კომპანია შპს „მარტვილავტოგზა“, მარტვილის სამედიცინო ცენტრი „მკურნალი“, ,,მარტვილი წყალი გრილი“, კომპანია ,,ვუდ ექსპორტი’’ სასტუმრო და საბანკეტო დარბაზი ,,მარტვილი’’, კერძო სკოლა ,,სხივი’’, მარტვილის სავაჭრო ცენტრი ,,ბუმი’’. აგრეთვე: კარლო ბეჭვაია, კახა კვესელავა, ალექსანდრე ხურცილავა, ალექსანდრე ახვლედიანი, კობა ჯანაშია, გიზო ჩიხლაძე, აკაკი თოდუა, სოსო გვაზავა, ირინე გადელია, კოტე კოტია, დავით ციკოლია და როინ გვილავა, ფრიდონ ინჯია, რომელიც 25 სექტემბერს ახალ სასტუმროს „მარტვილი პალასი“ გახსნის და პირველი სტუმრები ფესტივალის უცხოელი მუსიკოსები იქნებიან, ქუთაისში სასტუმრო „ბაგრატის“ მფლობელი მანანა გოგლიჩიძე; ჩვენი მუსიკალური ინდუსტრიის ბრენდები: „მიფასი“, „ბრავო რეკორდსი“. საორგანიზაციო ჯგუფი: ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, მუსიკოსი შიო აბრახამია. ფესტივალის დირექტორი, კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი. ფონდ „დღეს“ დირექტორი ბექა ჯუმუტია, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანი ჩანგიანი. მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. კონსულტანტები: პიანისტი თათა ლიჩელი და მუსიკისმცოდნე მაია სიგუა. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“. ტელეკომპანიები: პირველი არხი, „ერთსულოვნება“, აჭარის ტელევიზია, „იმედი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42