აქციის მონაწილეებს მეგაფონით მიმართა "საქართველოს სპორტის საზოგადოების" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცობეხიამ.
"უნდა დამთავრდეს მახინჯი კლანური მმართველობა, ქართულ ფეხბურთს არველაძის გარეშე გაუმარჯოს. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, არ დავიშლოთ, სანამ ფეხბურთის გულშემატკივრების მიზნები არ იქნება მიღწეული. დელეგატების წარდგენა მოხდა წესების დარღვევით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს კლანური მმართველობა ქართულ ფეხბურთში", - განაცხადა აქციის მონაწილეებთან "საქართველოს სპორტის საზოგადოების" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცობეხიამ, რომელმაც რეზი არველაძის განცხადებას, გეგა გობეჯიშვილის გათავისუფლების თაობაზე, პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა. მისი თქმით, არველაძეს გობეჯიშვილის ხმა დააკლდება.
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნთან" მობილიზებულია პოლიცია.
საწინააღმდეგოს აცხადებენ რეზი არველაძის მხარდამჭერები და ისინი შესაძლო პროვოკაციებზე საუბრობენ. კობიაშვილის მხარდამჭერი აქციის პარალელურად ,,ჰოლიდეი ინში“ შეკრებილი არიან არველაძის მეგობრები და მხარდამჭერები. იქ არიან არველაძის მეგობრები, რომლებიც მიმდინარე აქციას ხელისუფლების მართულს უწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები






