სექტემბერში ტურისტების რაოდენობა 15,8%-ით გაიზარდა
საზოგადოება - 15:37, 02 Oct, 2015     1228
2015 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 568,663 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6%-ია.ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ადმინიტრაციის ინფორმაციითიმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში წინა წლის სექტემბერთან შედარებით 15.8%-ით არის გაზრდილი .

"2015 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან (+9.0%), სომხეთიდან (+6,9%), აზერბაიჯანიდან (+6.0%), რუსეთიდან (+12,6%) და უკრაინიდან (+11,7%) განხორციელდა. +90,7 % ით გაიზარდა ისრაელიდან შემოსული მოგზაურების რაოდენობა, +11,2% ით - გერმანია, ირანი- +408,4%-ით, ბელარუსი +55,1% -ით, ყაზახეთი +18,9 % -ით, გაერთიანებული სამეფო +53,6% ით, ერაყი +968,9%-ით, ჩეხეთი +34,8% ით.

საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 9 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4,491,039 შეადგინა, ზრდა კი 6.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,801,018 შეადგინა, რაც 1.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.

ცხრა თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა ლიტვა (+20%), გაერთიანებული სამეფო (+17%), იტალია (+12%), გერმანია (+12%) და ლატვია (+11%). სხვა ქვეყნებიდან ზრდის თვალსაზრისით აღსანიშნავია ბელარუსი (+54%), ისრაელი (+38%), ყაზახეთი (+34%), არაბთა გაერთიანებული საემიროები (+814%) და საუდის არაბეთი (+84%), ისრაელი (+38,0%), აშშ (+8,9%).

აღსანიშნავია, რომ აპრილიდან მოყოლებული ზედიზედ საერთაშორისო მოგზაურების ზრდა ფიქსირდება. თუ აპრილში ზრდა მხოლოდ +0,4%-ს შეადგენდა, მაისში +14,7%, ივნისში +9,3%. ივლისში +9,5%, აგვისტოში +10,0% , ხოლო სექტემბერში +12.6% შეადგინა.

აღსანიშნავია რომ საერთაშორისო მოგზაურების შემოდინებაში პირველივე უარყოფითი სიგნალების დაფიქსირებისას მოხდა კლების ანალიზი და შესაბამის სხდომაზე განისაზღვრა ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობა და შედეგად ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმა. გეგმის მიხედვით აქცენტი იმ საერთაშორისო აქტივობებზე გაკეთდა, რომელიც ახალი ბაზრებიდან მოგზაურების გაზრდას გაუკეთებდა სტიმულირებას და უკვე ათვისებულ ბაზრებზე სიტუაციას გამოასწორებდა. გატარდა შემდეგი ღონისძიებები: მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ლატვია, უნგრეთი, ისრაელი თურქეთი), მარკეტინგული კამპანიები საერთაშორისო მედიის საშუალებით (CNN, EURONEWS) 400-მდე ჟურნალისტის მოწვევა, მედია-ფორუმი, მოლაპარაკების წარმოება ახალი პირდაპირი რეისების დასანიშნად და არსებულის გასაზრდელად.

ზრდა არის საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების კუთხითაც. 2015 წლის მეორე კვარტალში შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 460 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.1%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (+30.4 მილიონი აშშ დოლარი). პირველი ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 766.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.9%-ია (+21.2 მილიონი აშშ დოლარი).

2015 წლის მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად (+17.3%) გაიზარდა ტურიზმის სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება და 480 მილიონ ლარს მიაღწია ( +70.8 მილიონი ლარი). 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ტურიზმი უზრუნველყოფს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.1%-ს. ზრდა ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით 14.9%-ია (+107.2 მილიონი ლარი).

ამავე პერიოდში (მეორე კვარტალში) მნიშვნელოვნად 37.8%-ით გაიზარდა უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებული გადახდების მოცულობა და 366.9 მილიონი ლარი შეადგინა (+100.7 მილიონი ლარი). აღნიშნული ინდიკატორის მიხედვით ზრდა დაფიქსირდა შემდეგ თვეებშიც. ივლისში მათმა მოცულობამ +32.2%, ხოლო აგვისტოში +27.4% შეადგინა. 2015 წლის 8 თვის მონაცემებით მათი მოცულობა წინა წელთან შედარებით 17.5%-ით არის გაზრდილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ასეთი პოზიტიური მონაცემები და ზრდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და რაც მთავარია მთავრობის ეფექტური და გააზრებული პოლიტიკის შედეგია, ტურისტების რიცხვი იზრდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს ბუნებრივია ხელს უწყობს რეგიონების განვითარებას, საქართველოში უფრო მეტი დახარჯული ფული კი უფრო მეტ ადამიანს უჩენს სურვილს, ჩაერთონ ამ ბიზნესში და შესაბამისად ეს ზრდის დასაქმებულთა რაოდენობასაც- ანუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.

ტურიზმის სტატისტიკა ეყრდნობა შსს-ს საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ყოველთვიურ და კუმულატიურ სტატისტიკურ კვლევას."- აღნიშნულია ტურიზმის ადმიანისტრაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42