ბიზნესოპერატორს სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და ეტიკეტის შესაბამისობაში მოყვანა დაევალა.
რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლიდან (2015 წლის 1 აგვისტოდან) დღემდე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 1418 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელეს. ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა 66 ბიზნესოპერატორი; რძესა და რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის მიზნით გამოკვლეულია 46 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა 4 შემთხვევაში. მათ შორის, ცხიმის პროცენტული შემადგენლობის შეუსაბამობა აღინიშნა „შატილის“, შპს “სამგორი ალკოს“, „ვოლგოდონსკოეს“ ნაღების კარაქსა და „გლეხურ“კარაქში.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით და შედეგების შესახებ პერიოდულად აცნობებს საზოგადოებას.
მასალის გამოყენების პირობები






