გიორგი არეშიძის დიპლომთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 18:45, 30 Sep, 2015     9528

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ამავე უწყების უფროსის გიორგი არეშიძის დიპლომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განცხადებით, გიორგი არეშიძე 2010 წელს ჩაირიცხა წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც 2014 წელს დაამთავრა. მას მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით (დიპლომის ნომერი # 000473). საქალაქო სამსახურის უფროსად გიორგი არეშიძის დანიშვნა თვითმმართველობის შესახებ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა.“- აღნიშნულია განცხადებაში.


მერიის მაღალჩინოსნის დიპლომის გასაჯაროებას საერთაშორისო მონიტორინგის ცენტრი ითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, უნივერსიტეტი, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის ცოლის ძმას ოფიციალურად აქვს მითითებული, საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად, არის შესაძლებლობა, რომ არეშიძეს უმაღლესი განათლება არ ქონდეს მიღებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, თბილისის მერიისგან გასაჯაროვდეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42