კახა კახიშვილმა და კრისტიან ურსემ N 16 დაწესებულება მოინახულეს
საზოგადოება - 18:29, 30 Sep, 2015     1892
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე ახალგახსნილ N 16 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრნენ. მინისტრმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსები, გრძელვადიანი პაემნების ოთახები, ბიბლიოთეკა, სასადილო, მაღაზია, პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და სპორტული დარბაზი დაათვალიერეს.

კრისტიან ურსემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამაში, შეიძინონ სპეციალობა და დასაქმდნენ.

„დასაფასებელია ის ძალისხმევა და ნაბიჯები, რასაც სამინისტრო დგამს. დაწესებულების ევროპულ სტანდარტებთან მისაახლოებლად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უდავოდ ბევრი გააკეთა," _ აღნიშნა კრისტიან ურსემ.

კახა კახიშვილმა და კრისტიან ურსემ სერტიფიკატები გადასცეს მსჯავრდებულებს, რომელთაც კომპიუტერის შემსწავლელი საბაზისო კურსი გაიარეს და დაარიგეს ბროშურები _ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სტანდარტი და მისი გზამკვლევი.

„მოვინახულეთ დაწესებულება და გავესაუბრეთ მსჯავრდებულებს. სამინისტროსთან ერთად ევროპის საბჭომ მომზადა სამედიცინო მომსახურების სტანდარტი და დაბეჭდა ეს ბროშურა, რომელიც დღეს დავურიგეთ მსჯავრდებულებს. ბროშურის მეშვეობით ისინი გაეცნობიან იმ სერვისებს, რომლითაც შეუძლიათ სარგებლობა,“ _ განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა.

„ეს დოკუმენტი სამინისტროს, ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის თანამშრომლობის კარგი მაგალითია და პასუხობს ჩვენს საერთო ამოცანას: თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას“, _ აღნიშნა კრისტიან ურსემ.

პატიმრობის დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სტანდარტები ციხეებში პატიმართათვის განკუთვნილი ჯანდაცვის სერვისების უნიფიცირებული აღწერაა, რომელიც 2015 წლის 24 აპრილს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. სტანდარტების დოკუმენტი სამედიცინო მუშაკებს გადაეცათ, ხოლო აზერბაიჯანულ, თურქულ, ინგლისურ, სომხურ, სპარსულ, ქართულ და რუსულ ენებზე მომზადებული სტანდარტების გზამკვლევი _ მსჯავრდებულებს. გზამკვლევში სამედიცინო სტანდარტებში შესული სერვისები მსჯავრდებულთათვის გასაგები, მარტივად ენით არის აღწერილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42