„ეკონომიკა იზრდება იმაზე მაღალი ტემპით, ვიდრე ეს იყო პროგნოზირებული“- ირმა ქავთარაძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:18, 30 Sep, 2015     1510
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების შედეგები დღეს გამართულ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ გააცნო. მისი განცხადებით, მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური სიტუაციისა, საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს გაცილებით უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე ეს იყო პროგნოზირებული. „2015 წლის აგვისტოს თვეში, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდამ, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3% შეადგინა, ხოლო 2015 წლის პირველი რვა თვის (იანვარი-აგვისტო) საშუალო რეალურმა ზრდამ 2.8% შეადგინა. ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმ ფონზე, რაც ხდება საქართველოს გარშემო, ბევრ ქვეყანაში ჩვენ ვხედავთ, რომ არის ეკონომიკური ზრდის შენელება, ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაც კი“- აღნიშნა ირმა ქავთარაძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოს მონაცემებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს 8.6%-ით აღემატება და 4,542.2 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მეორე კვარტალში ზრდა არის დაფიქსირებული შემდეგ სექტორებში: მშენებლობა - 14.5%; სამთომოპოვებითი მრეწველობა - 12.7%; საფინანსო საქმიანობა - 10.6%; სასტუმროები და რესტორნები - 7.3%, ოპერაციები უძრავი ქონებით, კავშირგაბმულობა, განათლება და ა.შ. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ 2015 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს-სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არის გაზრდილი 16%-ით (1 800 000 ლარი)და აჭარბებს 12 800 000 ლარს.

„რაც შეეხება ბრუნვას საწარმოთა ზომის მიხედვით: მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 10, 7 %-ით, ეს არის მილიარდ ლარზე მეტით ზრდა. საშუალო საწარმოების ბრუნვა არის გაზრდილი 68,6 %-ით - ზრდა გვაქვს თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი. მცირე საწარმოების ბრუნვა არის გაზრდილი 28%-ით და შეადგენს 1 319 000 ლარს“ - განაცხადა ირმა ქავთარაძემ და ხაზი გაუსვა იმ გარეომებას, რომ რომ ბიზნეს-სექტორის ბრუნვა ძალიან ბევრ სექტორში გაზრდილია თითქმის ორნიშნა მაჩვენებლებით. „ეს გახლავთ, მაგალითად, სამთომოპოვებითი მრეწეველობა, სადაც ზრდა არის 92%, ასევე ორნიშნა ზრდა არის საქმიანობის თითქმის ყველა სახეობაში, მაგალითად, ეს არის სოფლის მეურნეობა (36%), სასტუმროები და რესტორნები (31%), ოპერაციები უძრავი ქონებით (28%) და ა.შ.“- აღნიშნა ირმა ქავთარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42