უეფა ფეხბურთის ფედერაციას საკუთარი წესდების დაცვისკენ მოუწოდებს
საზოგადოება - 12:22, 30 Sep, 2015     957

საქართველოს ფეხურთის ფედერაცია უეფას კრიტიკის ობიექტია. 3 დღეში ცნობილი უნდა გახდეს ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ვინაობა. ევროპის საფეხბურთო გაერთიანება კი ქართულ მხარეს კიდევ ერთ წერილს უგზავნის.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო (უეფა) ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთერთ კანდიდატს ლევან კობიაშვილს წერილით პასუხობს. როგორც კურიერისთვის არის ცნობილი, წერილში 3 პუნქტია წარმოდგენილი: პირველი - უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აფრთხილებს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საკუთარი წესდება. მეორე - ყრილობას დაესწრებიან უეფას წარმომადგენლები, რათა ადგილზე გაეცნონ ვითარებას და უზრუნველყონ ყველა კანდიდატისთვის თანამაბრი პოირობების არსებობა. და მესამე - უეფა მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე მხარეებს, რომ მოერიდონ უეფას სახელით მანიპულირებას.

ფეხვბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების თქმით ეს არის პირადი მიმოწერა და ამ წერილზე საუბარი უხერხულია.

„ეს კორესპონდენციოა ჩემსა და უეფას შორის ყოველდღიური რეჟიმია. ისევე როგორც ჩვენ ვაწვდით მათ ინფორმაციას, ისინიც ინტერესდებიან - რა ხდება. მოგეხსენებათ, რაღაცა დაგროვილი ფაქტების გამო ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ერთხელ უკვე მიმართა ოფიციალური წერილით უეფასაც და ფიფასაც, და შემდეგ ამაზეც მოვიდა პასუხი და ზუსტად მანდ გადაწყდა, რომ უეფადან წარმომადგენლობითი დელეგაცია დაესწრებოდა არჩევნების პროცესს“, - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ბოკერიამ.

რამდენიმე დღის წინ გააგზავნა წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთერთმა კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა უეფაში. მის მსგავსად უეფაში წერილი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებმაც გაგზავნეს. ამ კლუბებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დელეგატობის სტატუსი არ მიანიჭა.

„26-მა გუნდმა გავგზავნეთ საერთო წერილი იმ, ჩვენი აზრით, პრობლემატური საკითხების შესახებ, რაც თან ახლავს წინა საარჩევნო პერიოდს და ძალიან სასიხარულოა, რომ უეფამ 24 საათში მოახდინა რეაგირება. რის შედეგადაც გვაცნობეს, რომ გამოგზავნიან 2 დამკვირვებელს, საკმაოდ მაღალჩინოსანს, როგორც ჩანს წერილის მიხედვით, რათა დააკვირდეს ამ წინასაარჩევნო პროეცესის დასკვნით ნაწილს და უშუალოდ არჩევნებს“, - აღნიშნა კლუბ „დინამო თბილისის“ დირექტორმა ნიკა ჯანჯღავამ.

კურიერის სურვილის მიუხედავად ლევან კობიაშვილთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. თუმცა როგორც გაირკვა, კობიაშვილი ხვალ 31 სექტემბერს პირველ საათზე ბრიფინგს გამართავს და ყველა კითხვას გასცემს პასუხს.


წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42