დავით ნარმანიამ თბილისის ბრენდული სუვენირის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
საზოგადოება - 11:43, 30 Sep, 2015     1590
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის ბრენდული სუვენირის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დედაქალაქის ბრენდული სუვენირის სტატუსი სამმა ნამუშევარმა მიიღო. საუკეთესო ნამუშევრებს შორის დასახელდა: ვიტრაჟული მინის ვაზა - ავტორი მაია სამჭკუაშვილი; ხეზე ამოტვიფრული ძველი თბილისის ხედი - ავტორი მაია უდუმაშვილი და დეკორატიული საკიდი, მედალიონი - ავტორი თამარ მჟავანაძე.

დავით ნარმანიამ გამარჯვებულ ავტორებს მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.

"თავისი შინაარსით და დატვირთვით ძალიან საინტერესო კონკურსი იყო, რომელიც იმისთვის გამოვაცხადეთ რომ თბილისთან, მის ისტორიასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან ასოცირებული სუვენირი გვქონოდა. დედაქალაქში ჩამოსულ ტურისტებს, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ჰქონდეთ თბილისის სამახსოვრო სუვენირი. აღსანიშნავია, რომ კონკურსი საჯარო იყო და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის ბრენდული სუვენირის შესარჩევი კონკურსი თბილისის მერიამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოაცხადა. საკონკურსო პირობების მიხედვით თბილისის ბრენდული სუვენირი დედაქალაქის ისტორიული, კულტურული, ტრადიციული ღირებულებების შესაბამისი, ადვილად აღსაქმელი, დასამახსოვრებელი და ორიგინალური უნდა ყოფილიყო. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეძლო. კონკურსზე სულ 88 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. საუკეთესო ნამუშევარი სხვადასხვა სტრუქტურებიდან მოწვეულმა, დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა. კომისიას თბილისის მერის მოადგილე გიორგი ხელაია ხელმძღვანელობდა. თითოეული ნამუშევრის შეფასება სპეციალური, ქულათა სისტემის შესაბამისად განხორციელდა. თბილისის ბრენდული სუვენირის კონკურსისთვის გათვალისწინებული საპრიზო თანხა, 5 000 ლარი გამარჯვებულ ავტორებს შორის თანაბრად გადანაწილდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42